თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის ,,დინამომ" დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. ბათუმელებმა ამჯერად  დათმეს შეხვდა  0:2.  გია გეგუჩაძის გუნდს უკრაინელებმა გოლები 4 წუთის ინტერვალში გაუტანეს. 32–ე წუთზე ,,დესნა" სერგიჩუკმა დააწინაურა, 35–ე წუთზე კი ვოლკოვმა მეორედ აიღო ბათუმელთა კარი. 

ბათუმის ,,დინამომ" უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: შოვნაძე, ზუბენკო, ტეიდი, გოგიტიძე, კვირკვია, ვარშანიძე, შარიქაძე, ჯანელიძე, ცაცკრიალაშვილი, გაფრინდაშვილი, აბუსელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, გაგოშიძე, მელიავა, ჩალაძე, მამუჩაშვილი, ილურიძე, ჭანტურია.

ქუთაისში დიდი რაგბი ბრუნდება. რაგბი ევროპის მე–7 ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს ,,აია არენაზე"  უმასპინძლებს. მატჩი 10 მარტს 16.00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის  ბილეთების გაყიდვა TKT.GE -ს საშუალებით უკვე დაწყებულია. 

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ბრივთან’ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ფრანგულ ელიტაში დაიწყებს.

 ქუთაისის ‘აიას’ 19 წლის მორაგბემ სახელი 2017 და 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გაითქვა. შარშან ნოემბერში მას მილთონ ჰეიგმა უხმო და აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

 თედო მიმდინარე სეზონს ქუთაისის ‘აიაში’ დაასრულებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ‘ბრივში’ მას ექვსი ქართველი დახვდება - კარლენ ასიეშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ლუკა ჯაფარიძე. 20 ტურის შემდეგ, ‘ბრივი’ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ‘ნევერს’ 7 ქულით ჩამორჩება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.   

 „გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. ‘ბრივს’ მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი „ესპუარებისაა“, თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში“ - განაცხადა თედო აბჟანდაძემ.

 

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მესამე მატჩიც მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდმა  ამჯერად ბელგრადის "რადი" დაამარცხა 3:1

ქუთაისელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ. 1 გოლი კი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა.  აღსანიშნავია, რომ ,,ტორპედოში" ჩარიცხვის შემდეგ  ზივზივაძემ 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ,,ტორპედოს" გასული წლის 30 აგვისტოს შემდეგ გამართულ 27 შეხვედრაში არ წაუგია, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი სერიაა. 

ტორპედო (სასტარტო): ქვილითაია, კობახიძე, ხურცილავა, გეგეჭკორი, სტიეპოვიჩი, გიგაური, ცინცაძე, ქავთარაძე, ქიმაძე, კაპანაძე, ზივზივაძე

(სათადარიგოები): მიქაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ბოჭორიშვილი, ჩაჩუა, დოლიძე, შარვაშიძე, ლუკა, წიქარიძე

აქამდე "ტორპედომ" "აკადემია პანდევს" და მინსკის "დინამოს" მოუგო, 13 თებერვალს კი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ,,ტორპედომ" დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ამჯერად ბელარუსის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი მინსკის ,,დინამო" დაამარცხა 2:0.

ქუთაისში შეკრებაზე იმყოფებიან რუსეთის 18 და 20 წლამდენლა ნაკრები გუნდები. 20 წლამდელთა ნაკრებმა რიონისპირა ქალაქში  უკვე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსები ჯერ ქუთაისის ,,არესთან“ დამარცხდნენ –7:44, შემდეგ კი ,,აიას“ 20 ჭაბუკთა ა ლიგის გუნდთანაც დათმეს შეხვედრა.

თბილისის ‘აკადემიამ’ ქუთაისში ‘აიას’ სენსაციურად, 13:3 აჯობა და გასავარდნ ზონას დაშორდა.

 რადგან 10 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეოთხე ტურში გერმანიას ქუთაისში მასპინძლობენ, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და საწყისი15 წუთი ქუთაისის ‘აიას’ შეტევებში გაილია, მაგრამ ‘აკადემიამ’ თავი დაიცვა, მერე თავად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და პირვეელივე შეტევა ლელოთი დაასრულა.

 დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე გაიშალა და საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. თამაში გათანაბრდა და 30-ე წუთზე სხვაობის გაზრდა კვლავ მოძღვრიშვილს შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი სტუმრებმა 7:0 მოიგეს.

 დაძაბული ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და რადგან ქუთაისელები ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ, დავით გობეჯიშვილმა 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, თუმცა თბილისელები მეტოქეს შერკინებაში ჯობდნენ, ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და 63-ე წუთზე მოძღვრიშვილმა საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის მიწურულს მანვე 38 მეტრიდან კიდევ ერთხელ გაიტანა და ‘აკადემიამ’ 13:3 იმარჯვა, ‘აიამ’ კი ბონუსიც დაკარგა.

"ტორპედო" გაძლიერებას აგრძელებს. თურქულ შეკრებაზე გამგავრებამდე  კლუბს 24 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაუბრუნდა. 
 ზივზივაძემ "ტორპედოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან დღეს, ბათუმის ,,დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და ,,ტორპედოში" დაბრუნება დუბლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა. შეხვედრა ,,ტორპედოს" გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ბუდუ "ტორპედოს" ღირსებას 2014/15-წლების სეზონში იცავდა. 2015 წელს ის "სამტრედიაში" გადავიდა. 2017 წელს ზივზივაძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2018 წლის სეზონში ზივზივაძე, გიორგი გაბედავასთან ერთად, კვლავ ეროვნული ლიგის ბომბარდირი იყო.
ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ოთხჯერ იყო გამოძახებული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც. 


ნანა ძაგნიძე: სურვილი მაქვს მომავალში ხელი შევუწყო ქუთაისში საჭადრაკო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას

 

ქუთაისი ყოველთვის იყო ნიჭიერი მოჭადრაკეების სამჭედლო, სწორედ რიონისპირა ქალაქში აღიზარდა ლეგენდარული მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე. საქართველოს ქალთა თუ კაცთა ნაკრებები დღესაც უმეტესად ქუთაისელი მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. მათგან, თავისი მიღწევებითა და ტიტულებით გამორჩეულია ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ რადიო ,,ჯაკოს“ მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს  2018 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში მოხვდა.

გუშინ ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ანტონ ფეიქრიშვილის ქუთაისურ კლუბში თამაშის შესახებ.

ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობასა და უეფას ევროპის თასზე წარმატებულ გამოსვლას გეგმავს. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩევა.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…