მატჩი ქუთაისელების სასარგებლოდ 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი მერაბ გიგაურმა გაიტანა. თამაში ორივე გუნდის ლაფსუსებით იყო დატვირთული, შედარებით უკეთ რიონისპირელები გამოიყურებოდნენ, რაც ანგარიშეც აისახა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სუპერთასს "ტორპედო" შარშანაც დაეუფლა. კლუბის ისტორიაში ეს მეორე სუპერთასია. საერთო ჯამში კი ჩხეტიანის შეგირდებმა მეხუთე ტიტული მოიპოვეს.
ისტორიაში მეორედ, ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
- ბაქარ ლიკლიკაძე
- - თებ 24, 2019
გორის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მფლობელს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა.
ტეგები: