ანტალიაში ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

 ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.  ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან.  თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.

მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს. სამართალდამცავებმა, ადგილზე ვიდეოკამერები შეამოწმეს, სადაც დაფიქსირებული იყო ავტომობილი, რომლითაც ბელექიდან ანტალიაში გადაადგილდნენ ქართველი ფეხბურთელები და სწორედ ავტომანქანის ნომრის იდენტიფიცირების შემდეგ შეძლეს ეჭვმიტანილების დაკავება. ხუთივე ფეხბურთელი – გიორგი ბ. კახა კ. პაპუნა მ. დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში აიყვანეს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. თურქეთშის ქალაქ ანტალიაში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს.მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამე მიიღო. “ცხინვალის” ფეხბურთელებს, ძიების დასრულებამდე ქვეყნის ტერიტორიის დაკავება ეკრძალებათ. 

ფაქტის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის - ცხინვალის ფეხბურთელები. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, მოუწოდებს საფეხბურთო კლუბ ცხინვალს, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს შესაბამისი ზომები კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ჩადენილია კანონსაწინააღმდეგოდ და ნეგატიურად აისახება არამხოლოდ ქართული ფეხბურთის, არამედ ქვეყნის რეპუტაციაზე".-ნათქვამია სფფ-ს განხადებაში. 

განახლდა პარასკევი, 22 თებერვალი 2019 20:49
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…