საკალათბურთო სუპერლიგის მე–10 ტურში ,,ქუთაისმა" სტუმრად “თსუ-ჰიუნდაი” 85:82 დაამარცხა. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.
საკალათბურთო კლუბმა ,,ქუთაისი 2010"–მა ,,ბათუმიდან" ამერიკელი ლეგიონერი ლევერენზელ ბუსი დაიმატა.
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის, ოთარ ქორქიას სახელობის ტიტული იმერულმა კლუბმა მოიგო, რომელმაც სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “დინამო” 75:67 დაამარცხა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და ოვერტაიმში 71:69 დაამარცხა.
პირველი პერიოდი სტუმრების გამარჯვებით 9:11 დასრულდა. მეორე ათწუთეული თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა შემდეგ ქართველებმა პერიმეტრზე გაილაღეს, ფაცაციას, ბითაძის, მაკფადენისა, ცინცაძის ჩაგდებული სამქულიანებით საქართველო 26:17 დააწინაურა და პირველი ტაიმიცჩვენი გამარჯვებით დასრულდა 34:30
მესამე პერიოდში ისრაელის ნაკრების კალათბურთელებმა სროლები გამოასწორე და გადამწყვეტი პერიოდის წინ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 49:50. მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წამებზე სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. აქ ბოლო წამებზე შერმადინმა ფარქვეშიდან ზუსტად ისროლა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუპოვა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ეტონეთის ნაკრები 80:73 დაამარცხა.