ლიგა 3  განახლდა

 რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ,  ლიგა 3-შიც ოფიციალური ტურები განახლდა. 

ლიდერთა მარაქაში, უდანაკარგოა ,,ზუგდიდი“ რომელსაც 20-ე ტურის შეხვედრაში, აუტსაიდერის, ხელვაჩაურის „მაჭახელა“-ს დამარცხება გასვლაზე, არ გასჭირვებია და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ოდიშელები დასაწყისშივე ხვიჩა ბუკიამ დააწინაურა, რის შემდეგაც აჭარლებმა ანგარიში, თეიმურაზ ფურთუხიას გოლით გათანაბრეს.

 ზუგდიდელებმა უპირატესობა ისევ მოიპოვეს და პირველი ნახევრის დასრულებამდე, გოჩა კვარაცხელიამ სტატუსქვო ჯკვლავ აღადგინა. მეორე ტაიმის დაწყება და ბესიკ ჩიმაკაძემ, ზუგდიდელთა უპირატესობა სოლიდური გახადა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც გამოდგა.

 

„მაჭახელა“ - „ზუგდიდი“ – 1:3

გოლი: ბუკია (17-ე წთ), ფურთუხია (25-ე წთ), კვარაცხელია (42- ე წთ), ჩიმაკაძე (48-ე წთ)

„მაჭახელა“: მოწყობილი, ბაღდავაძე (შ.დუმბაძე 46-ე წთ), ანანიძე, კირკიტაძე, ლაბაძე, ნაკაშიძე, ფურთუხია, დავითაძე, კვესეიშვილი, მამულაძე (მიქელაძე 77-ე წთ), კარაკულიანი (შავაძე 63-ე წთ)

სათადარიგო: ა. დუმბაძე, ლორია

„ზუგდიდი“: ძაგანია, კიკაბიძე, ლემონჯავა, კრასოვსკი (ღონღაძე 71-ე წთ), მოისწრაფიშვილი, ქირია, გურეშიძე, ჭედია (ბარამიძე 40-ე წთ), ბუკია, კვარაცხელია (წულეისკირი 76-ე წთ), ჩიმაკაძე

სათადარიგო: ხარჩილავა, თორდია, კაკაჩია

გაფრთხილება: კვარაცხელია (33-ე წთ), ლაბაძე (52-ე წთ), კიკაბიძე (76-ე წთ), ნაკაშიძე (90-ე წთ)

მსაჯი: ირაკლი ხერხაძე

 

უშეღავათო  ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა, ცხრილის ერთ-ერთმა ლიდერმა ჩოხატაურის „ბახმარო“-მ, რომელმაც მეტოქე  ბოლო წუთებში გატეხა. გურულებმა საკუთარ სტადიონზე, ხონის ,,იმერეთს” უმასპინძლეს და მეტოქე, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

 ერთადერთი გოლი მეტოქის კარში, შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ალექსი ბენაშვილმა გაიტანა და როგორც აღვნიშნეთ, საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები შესძინა. ამ მოგებით ჩოხატაურელებმა, ადგილი თბილისის „საბურთალო 2“-ს გაუცვალეს და მეორე ადგილზე აღზევდნენ.

 

„ბახმარო“ – „იმერეთი“ – 1:0

გოლი: ბენაშვილი (88-ე წთ).

 

გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა, თბილისის „საბურთალო 2“-მა, დედაქალუქურ კლუბს „მარკ სტარს“ უმასპინძლა და მეტოქე უშანსოდ დატოვა. პირველი ნახევარი ამ გუნდების დაპირისპირებაში ნულოვანი ფრით დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევრიდან საბურთალოელები შეუჩერებლები გახდნენ და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.

„მარკ სტარსი“ -ს  კარის რბევა ბექა ხარაიშვილმა დაიწყო, რის შემდეგაც ნიკა ღლონტმა, ლუკა ფოჩხუამ და ლაშა კოხრეიძემ, თავი გატანილი გოლებით გამოიჩინეს.

 

„საბურთალო 2“ – „მარკ სტარსი“ -4:0

გოლი: ხარაიშვილი (53-ე წთ), ღლონტი (74-ე წთ), ფოჩხუა (84-ე წთ), კოხეიძე (86-ე წთ)

 

ოქროს ქულები დაკარგა ლიდერთა ორთაბრძოლაში ჩართულმა ხობის  „კოლხეთმა“, რომელიც დღემდე ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. მეგრულ გუნდს, ეროვნულ ლიგ 2-ში გადასვლა აქვს მიზნად დასახული. ხობელებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს, მარნეულის „ალგეთი“-ს წინააღდმდეგ და მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ.

 მარნეულელები ცხრილში ათეულს მიღმა არიან და მათთვის ლიდერთან მოპოვებული ქულები, უდაოდ კარგი შედეგია. ერთადერთი გოლი მეტოქის კარში, თერთმეტრიანის ნიშნულიდან, შოთა გვაზავამ გაიტანა.

 

„ალგეთი“ – „კოლხეთი“ – 1:0

გოლი: გვაზავა (51-ე წთ. პენ.)

 

დრამატულად დაიწყო გასვლითი შეხვედრა ლანჩხუთის „გურია“-სთვის წყალტუბოში, სადაც გურულები ადგილობრივ „სამგურალ 2“-ს დაუპირისპირდნენ. საქმე იმაში გახლავთ, მასპინძელთა ერთ-ერთი იერიშისას, გურულთა კიპერმა ვახტანგ ჯომიდავამ, მასთან თითქმის პირისპირ დარჩენილი წყალტუბოელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მოიგერია. მსაჯმა ჩათვალა, რომ ჯომიდავამ საჯარიმო ხაზის გარეთ დაიჭირა ბურთი და პირდაპირ გააწითლა ლანჩხუთელთა კარის დარაჯი, რასაც გურულთა ქომაგების აღშფოთება მოჰყვა. ამ სტანდარტულიდან კი იმერლებმა ანგარიში გახსნეს.

 სტანდარტულიდან ეფექტური გოლი, ლაშა ჩავჩიძემ გაიტანა. ცოტა ხანში, გურულებმა, თანაფარდობა აღადგინეს და გურულთა მხრიდან, თავი დენის სკოტარენკომ გამოიჩინა. სეხვედრის ბოლოსკენ სათამაშო სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, როცა 78-ე წუთზე  მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ. გოლი კი მეტოქის კარში, მურად ქუთათელაძემ გაიტანა. ამ შემთხვევაში კი უკვე გურულთა სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ კაცნაკლული გურია მარცხს არ შეეუგუა და დამატებულ წუთებზე მათ,  წონასწორობა აღადგინეს. საკუთარ გუნდს ქულა დენის ვირუბოვმა გადაურჩინა.

„სამგურალი 2“- „გურია“- 2:2

გოლი: ჩავჩიძე (26-ე წთ), სკოტარენკო (31-ე წთ), ქუთათელაძე (78-ე წთ), ვირობოვი (90+2 -ე წთ).

 

დანარჩენი შეხვედრები კი ასე დასრულდა:

 

„ბორჯომი“ – „ბეთლემი“ – 3:1

„ვარკეთილი“ – „გარდაბანი“ – 1:0

„სულორი“ – „ჭიათურა“ – 3:0

„გორი“- „სამეგრელო“  - 2:2

„არაგვი“ – „მეშახტე“ -   2:0

 

განახლდა პარასკევი, 03 აგვისტო 2018 16:06
Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…