
აჩი გეგენავა
ქუთაისის ,,ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. რიონისპირელთა რიგებში მატებაა. ახალი სეზონიდან ქუთაისური გუნდის ღირსებას 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს.
რიონისპირელთა ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია. მან კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.
ქართველი მსაჯები შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი სარაგბო კარიერაში წინსვლას განაგრძობენ. ორივე მსაჯი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2019 წლიდან, უმაღლეს დონეზე იმსაჯებს, ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რომელიც ექვსი ერის "დახურულ სივრცეში" კარს შეაღებს, მანამდე კი, ნიკა და შოთა ყველაზე დაბალი, რაგბი ევროპის მესამე დივიზიონში მსაჯობდნენ, რომელიც სამი წლის უკან დაიწყო.
World Rugby-მ სოსო მათიაშვილის ლელო გაიხსენა.
საქართველოს ნაკრების თხუთმეტმა ნომერმა კანადას საოცარი ლელო დაუდო, World Rygby-მ კი საკუთარ FACEBOOK-ზე დაწერა: “მსოფლიო რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლელო”
შეგახსენებთ რომ, თამაში საქართველოში, დინამო არენაზე შედგა 2017 წლის 11 ნოემბერს, ის "ბორჯღალოსნებმა" 32 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:22 მოიგო.
ვიბრძოლეთ, მაგრამ იტალიასთან ისევ წავაგეთ
დიდი ხანი ემზადებოდა საქართველოს ნაკრების მისთვის ესოდენ პრინციპული დაპირისპირებისთვის, დიდი ხანი მოუთმენლად ელოდებოდა ქართული რაგბის ქომაგი იტალიასთან ,,წლის მატჩს“. სხვათა შორის, ტექნიკური პრობლემის გამო საქართველოს ჰიმნი ვერ შესრულდა, მაგრამ ,,არტემიო ფრანკზე” შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივრებმა მუსიკის გარეშე დააგუგუნეს საქართველოს ჰიმნი.
ფოტო გადაღებულია, ქუთაისში "აია არენაზე" აია"-ს ჭაბუკებსა და ირლანდიის "coolmin" ჭაბუკებს ამხანაგურ შეხვედრაზე.