კუკესის ბინძური ხრიკები და დიპლომატი ჩხეტიანი

დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ალბანურ ,,კუკესს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.  

იმის გამო, რომ ,კუკესის“ სტადიონი უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს შეხვედრა ,,ელბასარ არენაზე“ გაიმართება.  

"კუკესისა" და "ტორპედოს" განმეორებით მატჩს შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ალენ ბიერი იქნება.

პირველ შეხვედრაში 2:5 მარცხის მიუხედავად ალბანელები საპასუხო მატჩს იმედებით ხვდებიან. მათი მთავარი პლუსი, კი როგორც ჩანს ინტრიგების ხლართვა და მეტოქეზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჯერ კიდევ პირველ მატჩამდე ,,კუკესის“ ხელმძღვანელობამ, მათი 3 ფეხბურთელის უვიზოდ დარჩენა ,,ტორპედოს“ გადააბრალა.

 

არადა, თავად  ალბანურმა მხარემ ,,ტორპედოს“ ლეგიონერების არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე უარი უთხრა და ისინი ,,კუკესთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ალბანელმა ჟურნალისტებმა ვიზების პრობლემასთან დაკავშირებით კითხვა კახა ჩხეტიანს დაუსვეს, რაზეც ,,ტორპედოს“ მწვრთნელმა  მარტივად უპასუხა, რომ ვიზებს კლუბი არ გასცემს.

კახა ჩხეტიანი: "თქვენსავით ჩვენც საფეხბურთო კლუბი ვართ და ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა სავიზო პრობლემები... კლუბი ვართ და არა ორგანიზაცია, რომელიც ვიზებს გასცემს, თანაც ამ ყველაფერს თავისი რეგულაციები გააჩნია... კიდევ ვამბობ, ორი ფეხბურთელი ვიზის პრობლემის გამო ჩვენც ვერ წამოვიყვანეთ, მაგრამ "კუკესს" ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ის არაფერ შუაშია!"

ზოგადად, კახა ჩხეტიანი პრესკონფერენციაზე საკმაოდ დიპლომატიურად წარსდგა და მეტოქეზე აუგი არ დასცდენია, როცა ,,კუკესის“ ხელმძღვანელებმა ,,ტორპედოსგან“ ლამის მტრის ხატი შექმნეს.

 "აქ ყოფნის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სასტუმროშიც, სადაც დავბინავდით, პერსონალი კარგად გვემსახურება, რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის".-განაცხადა ,,ტორპედოს“ მწვრთნელმა.

თუმცა, ფაქტია, რომ ლაბანელები  შედეგზე გავლენის მოხდენას ყველანაირი ხერხით ეცდებიან. მათი ბრალდებებისა და დაძაბული  წინასამატჩო განწყობის შემდეგ რა გასაკვირია, რომ "კუკესისა" და "ტორპედოს" მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის., რომელიც მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს მკაცრად გააკონტროლებს.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ შეხვედრაში ქუთაისურმა გუნდმა ,,კუკესი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა, რიონისპირელთა დამრიგებელი საპასუხო შეხვედრას ფრთხილად ეკიდება და რთული მატჩის მოლოდინშია.

 

კახა ჩხეტიანი: ,,პირველი შეხვედრა  5:2 მოვიგეთ, მაგრამ ეს  მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. პროფესიონალები ვართ და საქმეს შესაბამისად  უნდა მივუდგეთ. ბევრი მაგალითი გვინახავს, როცა პირველი მატჩი გუნდებს ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, შემდეგ კი - წაუგიათ... ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის მატჩია და ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვლენ მოედანზე!"

 

განახლდა ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018 14:16
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…