...
ჰაერივით საჭირო 3 ქულა მოიპოვა მარტვილის „მერანმა“ „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არენაზე. ანატოლი პისკოვეცმა თავისი ყოფილი გუნდი ,,გაგრა“ დაამარცხა. ორი უკრაინელი სპეციალისტის დუელი „მერანელთა“ თავკაცის გამარჯვებით დასრულდა. პისკოვეცმა ხომუტოვს ტაქტიკური ბრძოლა მოუგო.
„მერანის“ რიგებში 7 ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი. პაპუნა მოსემღვდლიშვილმა, გიორგი ტყეშელაშვილმა, ევგენი ზახარჩენკომ, იოანე ჭაბუკიანმა, ოლეგ ლუცენკომ, თორნიკე მოსიაშვილმა და ამეტ დუგუმ ოფიციალურად პირველად მოირგეს „მერანის“ მაისური.
მატჩი კი საკმაოდ ხისტი და დრამატული გამოდგა.
„მერანმა“ ანგარიში 38-ე წუთზე გახსნა. გოლით აღნიშნა თავის მშობლიურ გუნდში დაბრუნება დათა ციცხვაიამ. ფლანგიდან კიჭი მელიავას ზუსტი გადაცემის შემდეგ, „გაგრას“ საჯარიმოში ციცხვაიამ პოზიცია სწორად შეარჩია და აუღებელი თავური დარტყმით დააწინაურა „მერანი“- 1:0.
მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და თორნიკე გაფრინდაშვილის პასით, რატი ცაცკრიალაშვილმა აღადგინა წონასწორობა - 1:1.
შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე პისკოვეცმა მინდორზე ვანო კურდღელაშვილი შეიყვანა და „მერანის“ „ათიანმაც“ მთავარი მწვრთნელის იმედი გაამართლა. ვანომ ჯერ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა უზადოდ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი ასევე შეცვლაზე შემოსული ამეტ დუგუს პასის შემდეგ, ზუსტი დარტყმით, საბოლოო შედეგი 3:1 დააფიქსირა.
ეროვნული ლიგა 2. ტური XIX
3 აგვისტო. 17:30. მარტვილი.
„მერანი“ (მარტვილი) – „გაგრა“ (გაგრა) 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 დათა ციცხვაია (38’), 1:1 რატი ცაცკრიალაშვილი (50’), 2:1 ვანო კურდღელაშვილი (88’პენ), 3:1 ვანო კურდღელაშვილი (90+4’).
„მერანი“: მეშველიანი, ტყეშელაშვილი, მოსემღვდლიშვილი, ზახარჩენკო, მელიავა ©, ჭაბუკიანი (გეგია 57’), რომანენკო, ლუცენკო (დუგუ 67’), მოსიაშვილი (კურდღელაშვილი 70’), ციცხვაია, გალენკო.
სათადარიგო: კულუა, ციმაკურიძე, კურდღელაშვილი, ვ. ფაცაცია, გეგია, დუგუ, თოლორდავა.
მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი.
„გაგრა“: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე, თ. გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი (სპანდერაშვილი 79’), ლომსაძე (მაგრაქველიძე 46’), გ. გაფრინდაშვილი, ივანიაძე (პაპავა 69’), კილაძე, სულთანიშვილი.
სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, კასრელიშვილი, მაგრაქველიძე, პაპავა, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი.
გაფრთხილება: გიგა სამხარაძე (10’), ივანე ხაბელაშვილი (11’), ოლეგ ლუცენკო (13’), ევგენი ზახარჩენკო (34’), გიორგი გეგია (72’), თორნიკე გაფრინდაშვილი (87’), რომან მირონენკო (90+1’).
მთავარი მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი
....
დრამატული გამოდგა ტურის ბოლო შეხვედრა ქობულეთის ,,შუქურასა“ და ,,ნორჩ დინამოს“ შორის. ზღვისპირლები 32–ე წუთზე ზვიად ბულუხაძემ დააწინაურა, თუმცა შემდეგ ,,შუქურა“ მდევრის როლში აღმოჩნდა, 35–ე წუთზე ზურაბ თევზაძემ გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში კი გოგი ფიფიამ ,,ნორჩი დინამო“ წინ გაიყვანა. ქობულეთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე იბრძოლეს და თამაშის სათავისოდ შეტრიალება მოახერხეს. 86–ე წუთზე გიორგი ჩელებაძემ პენალტით ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მსაჯის მიერ დამატებულ მე–6 წუთზე კი ომარ ბულუხაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა. ,,შუქურამ“ 3:2 მოიგო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ქობულეთელებმა ,,სამგურალს“ 1 ქულით გადაუსწრეს.