[ვიდეო] ქართველი მორაგბეები 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ, ომიდან 10 წლის შემდეგ

2008 წლის საქართველო რუსეთის ომი თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ტრაედიაა, 10 წლის შემდეგაც ეს ტრაგედია რთულად გასახსენებელი არის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც უშუალოდ ამ ომში არ იყო ჩართული.

"ინფოქუთაისი" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, გიორგი ნემსაძეს, მერაბ შარიქაძეს და ანტონ ფეიქრიშვილს დაუკავშირდა და  2008 წლის რუსეთის აგრესიაზე კომენტარის სთხოვა.

გიორგი ნემსაძე -  საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრებისა და უელსის ოსპრეის  მოთამაშე

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, გიორგი ნემსაძე - აგვისტოს ომზე 10 წლის შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, გიორგი ნემსაძე - აგვისტოს ომზე 10 წლის შემდეგ.

Posted by Infokutaisi.com on Thursday, August 9, 2018

 

ეს ომი ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი უბედურება იყო, დავკარგეთ ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე, ბევრი ჯარისკაცის სიცოცხლე, უბრალო მოქალაქის სიცოცხლე, დავკარგეთ რაც დიდად მნიშვნელოვანია– ტერიტორიები.

 აგვისტოს ომმა რამოდენიმე  წლით დაგვხია უკან... შეიძლება ითქვას, ალბათ 10 წლითაც, ან მეტით, ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, ძალიან ბევრი წლით  საქართველო და მისი განვითარება უკან დახია. ეს ომი პირადად შემეხო მეც და ჩემს ოჯახსაც, იმ დროს, როდესაც გორში უკვე რუსები იყვნენ შემოსული, მომიწია თიილისში აუცილებელ საქმეზე წამოსვლა, გარკვეული მიზეზების გამო გამოვიარე გორში, იქ დამხვდნენ, გამაჩერეს ოსებმა, დამიჭირეს, დამაყაჩაღეს, იყო მცდელობა ოსეთში წაყვანისაც, მესროლეს კიდეც, ყოველთვის მძაფრად განიცდი, როდესაც შენი ქვეყანა ომშია ჩართული, მაგრამ განსაკუთრებულად მძაფრად მაშინ გრძნობ ამ უბედურებას, როცა  ყველაფერს პირადად გამოცდი. ჩემის  აზრით, ამ ომმა ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა და ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნა. 

 

მერაბ (ბუკა) შარიქაძე - საქართველოს რაგბის ნაკრებისა და საფრანგეთის კლუბ "იორკი"-ს მოთამაშე

ფოტო: ლევან ვერძეული

 

 2008 წელს  პატარა ვიყავი და  ისე რეალურად ვერ აღვიქვამდი სიტუაციას, მეგონა რომ, ყველაფერი მალე და უმტკიმნეულოდ დასრულდებოდა, მაგარამ, სამწუხაროდ ასე არ მოხდა, ძალიან ბევრი ვაჟკაცი  დავკარგეთ, ასევე არც თუ ისე პატარა ტერიტორია, რომელიც დღემდე ოკუპურებულია..

კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა ითქვას, 2008 წლის ომმა საქართველოს პროგერსი და განვითარება აშკარად შეაფერხა და იმ დროს თითოეულ მაცხოვრებელს დაეტყო.. მაგარმ, საბედნიეროდ, ჩემის აზრით, ეტაპ–ეტაპ გამოვედით ამ რთული მდგომარებიდან.

ძალაინ დიდ იმედს ვიტოვებ რომ, ახლო მომავალში შევძლებთ ყველა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებას, საქართველო ისეთი ძლიერი და განვითარებული იქნება როგორც არასდროს.

 

ანტონ ფეიქრიშვილი - საქართველოს რაგბის ნაკრებისა და უელსის კარდიფ ბლუზის ნომერი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ანტონ ფეიქრიშვილი - აგვისტოს ომზე 10 წლის შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ანტონ ფეიქრიშვილი - აგვისტოს ომზე 10 წლის შემდეგ.

Posted by Infokutaisi.com on Thursday, August 9, 2018

 

საქართველოს ისტორიაში ბევრი ომი გვახსოვს მაგრამ, როდესაც შენს ეპოქაში ხდება, ეს მართლაც საშინელი განცდაა. მითუმეტეს, როცა შენ ამ დროს სამშობლოში არ ხარ,  შენი მეგობრები კი ბრძოლებში იღებენ მონაწილეობას,  უცხოეთიდან თვალს ადევნებ ამ  მოვლენებს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ეს კიდევ უფრო საშინელებაა.

ვისურვებდი, რომ საქართველოში არასოდეს განმეორებულიყოს "8 აგვისტო" და მშვიდობით გვეცხოვროს ყველა ჩვენს კუთხესთან და მეგობარ ხალხთან ერთად.

 

განახლდა პარასკევი, 10 აგვისტო 2018 10:13
Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…