„დიდი 10“-ის შესარჩევი ფინალი და დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება

27 აპრილს, კვირას, 15:00 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ გაიმართება საქართველოს რაგბის ჩემპიონატის „დიდი 10“-ის შესარჩევი ფინალი. მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „აია“ და მეორეადგილოსანი ბათუმის „ბათუმი“.

შესარჩევ ფინალში მონაწილეობენ ის ორი გუნდი, რომლებიც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პირველ და მეორე ადგილზე იმყოფებიან. ორივე გუნდი უკვე მოხვდა ჩემპიონატის საპრიზო სამეულში. გამარჯვებული პირდაპირ გადის დიდი ფინალის საგზურით, ხოლო წაგებული გუნდი დარჩება ფლეი-ოფში და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს მე-3-დან მე-6 ადგილებზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესოს წინააღმდეგ.

დიდი ფინალი 11 მაისს, 16:00 საათზე, ასევე ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართება.

განახლდა პარასკევი, 25 აპრილი 2025 14:27
Share this article

ავტორის შესახებ

აჩი გეგენავა

ვებსაიტი: www.achigegenava.com ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…