სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულებისთვის. ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილთმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მე-17 კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზები დაათვალიერეს.
ქალაქის მერის განცხადებით დაგეგმილია როგორც სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური გათბობის მონტაჟი.
"მე-17 სპორტულ სკოლას აქვს 4 დარბაზი. ამ კონკრეტულ სკოლაში იგეგმება ცენტრალური გათბობის მონტაჟი, რადგან გათბობის არ არსებობის გამო უჭირთ სპორტსმენებს ვარჯიში. ჩვენ 300 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი 2020 წლისთვის, ქუთაისში მდებარე სპორტული სკოლების რებილიტაციისთვის. მოგეხსენებათ რომ წელს ქალაქში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები და უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
19-21 აპრილს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ფარიკაობაში. ასპარეზობაში განსაკუთრებით თბილისისა და ქუთაისის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს თავი. ქუთაისელმა მოფარიკავეებმა 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიოპოვეს.
ორი ოქროს მედალი მარიამ ზაკირჩენკოს ანგარიშზეა, რომელიც ჯერ რაპირაში გახდა საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ კი დაშნაშიც იზეიმა გამარჯვება. ხმალში ჩემპიონი გახდა საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე.
საქართველოს ჩემპიონატი
გამარჯვებულები და პრიზიორები
ხმალი (ბიჭები)
1. სანდრო ბაზაძე (ქუთაისი)
2. გოგა კაკაურიძე (თბილისი)
3. ვაჟა რეჭია (თბილისი)
3.მიხეილ მარდალეიშვილი (ქუთაისი)
ხმალი (გოგონები)
1. ლიკა ჯიჯეიშვილი (თბილისი)
2. ანა აფრასიძე (თბილისი)
3. თამარ ჩარკვიანი (ქუთაისი)
რაპირა (ბიჭები)
1. ლუკა ღაღანიძე (თბილისი)
2. არჩილ უგულავა (თბილისი)
3. ლაშა გალუაშვილი (თბილისი)
3.ირაკლი მიქელაძე (აჭარა)
რაპირა (გოგონები)
1. მარია ზაკირჩენკო (ქუთაისი)
2. ლიზა ლხინაძე (თბილისი)
3. მარაიმ ტუღუში (თბილისი)
3. ელენე ბორჩხაძე (თბილისი)
დაშნა (ბიჭები)
1. გიორგი ქაფიანიძე (რუსთავი)
2. მიკა მიქელიანი (თბილისი)
3. დავით არველაძე (ქუთაისი)
3. დავით მაგრაქველიძე (თბილისი)
დაშნა (გოგონები)
1. მარია ზაკირჩენკო (ქუთაისი)
2. მარიამ ზოიძე (აჭარა)
3. ნათია მაჭავარიანი (თბილისი)
3. ევა აჰამიანი (აჭარა)
19 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული ტურნირი დაიხურა. სპორტის 8 სახეობაში მარჯვებული გუნდები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოეს.
გამარჯვებული სასკოლო გუნდები ზონალურ, მოგვიანებით კი რესპუბლიკურ შეჯიბრებებში იასპარეზებენ.
ტურნირი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურის
გამარჯვებულები და პრიზიორები
გეზმრბენი
გოგონები
1. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა
2.ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
2.საჩხერის მუნ-ის სოფ. ჭორვილის საჯარო სკოლა
ვაჟები
1. გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა ლიცეუმი
2. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
კალათბურთი
ვაჟები
1.მერაბ ჭოხონელიძის სახელობის სკოლა
2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა
3. ტყიბულის მე–3 საჯარო სკოლა
გოგონები
1. 41–ე საჯარო სკოლა
2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა
3. ჭიათურის სკოლა
ფეხბურთი
ვაჟები
1. ხონის რაიონის ნახახულვის საჯარო სკოლა
2.ქუთაისის 30 საჯარო სკოლა
ბადმინტონი
გოგონები
1. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა
მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები
1. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის 1-ლი საჯარო სკოლა
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის
ვაჟები
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. სამტრედიის მინიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა
ხელბურთი
გოგონები
1. ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა
ფრენბურთი
გოგონები
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N22 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N22 საჯარო სკოლა
3. საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფ. ჯალურთის საჯარო სკოლა
შემეცნებითი
1. სოფელ ჩხარის საჯარო სკოლა (თერჯოლა)
მხიარული სტარტები
1.ქუთაისის მე–40 საჯარო სკოლა
16 თებერვალს მესტიაში, ზურულდის მთაზე, სათხილამურო სპორტის სახეობაში თეზო ჯაფარიძის სახელობის თასი გათამაშდა, შეჯიბრება ჩატარდა როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებს შორის.
2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ქუთაისში
24 დეკემბერს რესტორან ,,ელეონში“ ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოეს. წლის შემაჯამებელი ღონისძიება ტრადიციულად ახალი წლის წინა დღეებში იმართება და მასში ჩართულია ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება. საღამოს ცნობილი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა. ქუთაისის გასული სეზონის ნომინანტები რამდენიმე დღის წინ სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელსაც ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი ხელმძღვანელობდა.
21 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით საუკეთესოები გამოავლინა
თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესიაზე დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები.
დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის საქმიანობა 2018 წელს, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე.
წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში სულ მოპოვებულია 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს მედალი. შედარებისთვის: თუ წინა ოლიმპიური ციკლის პირველ 2 წელს _ 2013-2014 წლებში მხოლოდ 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა, ახალი ციკლის 2 წელიწადში - 7 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს.
ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. 2018 წელს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ უფრო მეტის იმედით და მოლოდინით ვეგებებით ახალ, 2019 წელს“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი“ - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი“ - ტელეკომპანია „იმედი“; „რეგიონალური აქტივობისთვის“ - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის“ - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი.“
ბოლოს გაიმართა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამჯერად გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ.
ნომინანტთა სიაში შეყვანილი იყო სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის ყველაზე წარმატებული 4 სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული; გურამ თუშიშვილი (ძიუდო, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი; გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, მძიმე წონა) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს 7 რეკორდის ავტორი.
კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი“ გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის გენერალური სპონსორის - „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ტალახაძე 4 000 000 პლუს ქულით დაასაჩუქრა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის გიორგი ჩხიკვაძემ „საქართველოს ბანკისგან“ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი მიიღო.
დასასრულს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სესიის დელეგატებს და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა მხნეობა, ჯანმრთელობა, სპორტული შემართება, წარმატებები საქმიანობაში.
დღეს ქუთაისის სპორტის მუზეუმში იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონის 2018 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სასკოლო სპორტის რეგიონული წარმომადგენლობა, ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება, ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება და რეგიონული სპორტული ფედერაციები.