2014 წლის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა პირველად მოიპოვა ოქროს მედალი. ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალამდე თუშიშვილმა რუმინელ, უკრაინელ, ჰოლანდიელ და მონღოლ ძიუდოისტებს სძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.