აკიმოვი საქართველოში Mas-wrestling-ის „ევროპის ღია ჩემპიონატზე“ ჩამოდის, რომლის ორგანიზატორიც რუსეთია. ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, რუსეთის მხარეს აქტიურად ეხმარება მამუკა ტუსკაძე — პირი, რომელიც საქართველოში აღნიშნული სპორტის ეროვნული ფედერაციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და რუსულ მხარეს ორგანიზაციულ საკითხებში უწევს დახმარებას.
Mas-wrestling-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონატი წყალტუბოში 2025 წლის აპრილის ბოლოს გაიმართება.
ტუსკაძემ ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ საქართველოში ჩამოვა როგორც აკიმოვი, ასევე ყველა ის პირი, ვისაც „ოკუპაციის შესახებ კანონი არ აქვს დარღვეული“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ Mas-wrestling-ის საერთაშორისო ფედერაცია დატოვა.