ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ირაკლი წოწონავას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე–7 ტრადიციული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა (2007-2008, 2009-2010წწ) შორის.
16 აგვისტოს, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ინტერნეტ გვერდზე გავრცელდა სკანდალური ფოტო სადაც, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა, აგვისტოს, რუსული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ამასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, მის ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.