ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა
წარმატებული გერმანული ვოიაჟის შემდეგ მსოფლიოს 35-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში, კიცბიუელის ტურნირზე (ATP 250) გამოვიდა, სადაც პირველივე წრეში 23 წლის სერბ ლასლო დეირეს დაუპირისპირდა.
საჩოგბურთო ტურნირი ქუთაისში
27-29 ივლისს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მე-11 სპორსკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. ასპარეზობაში 30-მდე მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო ჩართული. შეჯიბრება გაიმართა წრიული და ოლიმპიური სისტემით. ტურნირის პირველ დღეს მოყვარულებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა შედგა, მეორე დღეს კი წყვილებს შორის გაირკვა უძლიერესების ვინაობა.
ბასილაშვილის ისტორიული მოგება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ATP ტურნირი. გერმანიის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.
ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს, ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. ATP-ის ტურნირის მოგების მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა.