ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა

წარმატებული გერმანული ვოიაჟის შემდეგ მსოფლიოს 35-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიაში,  კიცბიუელის ტურნირზე (ATP 250)  გამოვიდა, სადაც პირველივე  წრეში 23 წლის სერბ ლასლო დეირეს დაუპირისპირდა.

ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულს,  მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის 90-ე პოზიციაზე მყოფმა  სამხრეთსლავმა შანსი არ დაუტოვა და ორივე სეტში ერთნაირი ანგარიშით (6:3, 6:3) დაამარცხა. როგორც ჩანს გერმანიის ღია პირველობაზე მოპოვებულმა გამარჯვებამ დაღლილობის კუთხით თავისი გაიტანა და დღეს ბასილაშვილი აშკარად ვერ იყო სათამაშო განწყობაზე. მის თამაშში არ იგრძნობოდა ის აგრესია და სიზუსტე, რასაც რამდენიმე დღის წინ ავლენდა ჩრდილო გერმანულ ქალაქში. ბასილაშვილი ამ კვირაში დაისვენებს და მომავალი კვირიდან ოკეანისგაღმა ჩასატარებელ ტურნირებზე გადაინაცვლებს, სადაც საბოლოოდ ამერიკის ღია პირველობისათვის მოემზადება და „დიდი სლემის“ უკანასკნელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

განახლდა ოთხშაბათი, 01 აგვისტო 2018 09:54
Share this article
ასევე ამ კატეგორიაში « საჩოგბურთო ტურნირი ქუთაისში

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…