თორნიკე კაპანაძეზე: "რაც სეზონი დაიწყო, სამწუხაროდ ტრავმების გამო მან თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა ისე, როგორც სურს და როგორც შეუძლია. წინა შეხვედრაში ის ცვლილებაზე შემოვიდა და მზადაა ხვალინდელი მატჩისთვისაც. თორნიკე კაპანაძე ის ფეხბურთელია, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯოს."
ლეგიონერებზე: "ის, რომ გუნდში ამდენი ტრანსფერი განხორციელდა, გამომდინარეობს იმ შედეგიდან, რომლის მიღწევაც გვსურს. ამ ფეხბურთელებმა "ტორპედოს" წარმატებაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ. გარდა ამისა, მათი აქ ყოფნა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. გვინდოდა, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყოლოდა, რადგან წარმატება ყოველთვის იქაა, სადაც კონკურენციაა. დღეს ასეთი გუნდი გვყავს და კარგი ლეგიონერით ადგილობრივი გულშემატკივარიც არ იქნება უკმაყოფილო."
წყარო: ტორპედოს პრეს-სამსახური