×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558
ქუთაისის "აია" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი  მატჩისთვის ემზადება

ქუთაისელები 28 აპრილს დიდ ფინალში "ლელოს" დაუპირისპირდებიან.
საჩემპიონო მატჩი თბილისში, ავჭალის არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.
"აიამ" დღეს მედიისა და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

მოგეხსენებათ, ქუთაისის "აიამ" დიდი 10 -ის რეგულარული ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა. მცირე ფინალში კი პირველ ადგილზე გასული "ლელო" თბილისში 27:10 დაამარცხა და ორი კვირით ადრე გაინაღდა დიდ ფინალში ასპარეზობა.
თავის მხრივ "ლელომ" წინასწარ ფინალში, დაძაბული  შეხვედრა22:19 მოუგო "ყოჩებს" და საჩემპიონო ბრძოლაში სწორედ ის იქნება "აიას" მეტოქე.
ქუთათურები გადამწყვეტი მატჩისთვის დიდი შემართებით ემზადებიან და გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას ჰპირდებიან.
გიორგი ბაბუნაშვილი: " გუნდში საბრძოლო განწყობაა, სეზონის მთავარი მატჩისთვის 100% ით მზად ვართ. პატარ-პატარა ტრავმები გვაქვს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის, იმედი მაქვს, რომ ფინალისთვის ყველა ბოლომდე მწყობრში იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და ფინალში გამარჯვება მოვიპოვოთ!
"ლელო" საკმაოდ კარგი და მებრძოლი გუნდია, რეგულარულ სეზონში მათთან ორი მატჩი წავაგეთ, თუმცა მცირე ფინალში მოვახერხეთ მათი დამარცხება და შედარებით ადრე მოვიპოვეთ ფინალის საგზური. "ლელომ" "ყოჩებს" მოუგო და გადამწყვეტი მატჩის ჩატარება ისევ მათთან გვიწევს.
წინ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება. ფინალი ყოველთვის ემოციებთან და დაძაბულობასთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საჩემპიონო თასი ქუთაისში ჩამოვიტანოთ!  
გიორგი ფრუიძე: " არაჩვეულებრივი განწყობა გვაქვს. ბიჭები ფინალისთვის მოტივირებულები ვართ. ვეცდებით, რომ ჩვენი კარგი თამაშითა და გამარჯვებით გავახაროთ ქუთათურები!
რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ფინალი ქუთაისში გამართულიყო, რადგანაც პირველი ფინალისტები ვართ და მცირე ფინალის გამარჯვებულები, მაგრამ  ჯერ კიდევ სეზონის წინ  გადაწყდა ფინალის თბილისში ჩატარება. ეს ბევრს არაფერს არ შეცვლის, რადგანაც ქუთაისიდან ბევრი გულშემატკივარი მოდის ჩვენს საქომაგოდ. ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი იმედები გავამართლოთ და საჩემპიონო თასი ქუთაისში ჩამოვიტანოთ!

განახლდა პარასკევი, 26 აპრილი 2024 14:41
Share this article
ასევე ამ კატეგორიაში « არესის გამარჯვება ბოლო წუთზე

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…