აია–ლოკომოტივი 14:28
დიდი 10–ის მე–9 ტურში ქუთაისის ,,აიამ“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის ,,ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 14:28 დამარცხდა.
ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქე საკუთარ ლელოს ხაზთან მოამწყვდიეს, მასპინძლები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ ბოლო ფაზაში ხან არასწორ გადაცემას აკეთებდნენ, ხან ბურთი წინ უვარდებოდათ, ხანაც კი რაქიდან ბურთი ვერ გამოჰქონდათ დროულად. ქუთაისელების შეცდომით კარგად ისარგებლეს, ლოკომოტიველებმა, 20–ე წუთზე დაჩი კოპაძემ ლელო მიითვალა, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა–0:7. 38–ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაამიწა ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში, წიკლაურმა რეალიზაცია კვლავ ზუსტად დაარტყა 0–14. ,,აია“ მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე, ბადრი დანგაძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით ქუთაისელებმა ანგარიში შეამცირეს 7:14 და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა, თუმცა ტაიმის შუაწელიდან სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, ისინი შერკინებაში უკეთ ირგებოდნენ, ლოკომოტივის ინიციატივა ანგარშზეც აისახა, 55–ე წუთზე კოპაძემ, 75–ე წუთზე კი მაისურაძემ მასპინძლები კიდევ თითო–თითოჯერ დაალელოვეს, წიკლაური რეალიზაციისას კვლავ ზუსტი იყო. ,,ლოკომოტივმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა 7:28, თუმცა ,,აიამ“ ბოლოს ისევ გაიბრძოლა სტუმრებს ხაზი ლაშა ლომიძემ გაუჭრა და ბურთიც დაამიწა, აბჟანდაძემ კი ლელო ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –14:28
აია ლოკომოტივთან დამარცხდა
- Post by დავით კოხრეიძე
- - დეკ 02, 2018
ტეგები: