მე–8 წუთზე ჯეი’ჯეი ტაულანგიმ ლელოთი და ტუსი პისის გარდასახვით სტუმრები დაწინაურდნენ – 3:7. მალე სამოელებმა ფილო პაულოსა და აუსი ტუალას ლელოებით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, რასაც ტუსი პისიმ ერთი ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. 28–ე წუთისთვის სამოა 19:3 იგებდა და ეს ჩვენი ნაკრებისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ქართველებმა თამაშში გარდატეხის შეტენა შეძლეს. 32–ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელო თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და სხვაობა შემცირდა – 10:19
მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგმა შეცვლებს მიმართა, მოედანზე უმეტესად საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების წევრები გამოვიდნენ და მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა. საქართველომ სისწრაფეები ჩართო და უფრო აგრესიულად შეუტა. 62–ე წუთზე შერკინების მოგების შემდეგ ოთარ გიორგაძემ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. გარდასახვა აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა. 67–ე წუთზე ქართველების მრავალფაზიანი შეტევა გელა აფრასიძის ლელოთი დასრულდა. რეალიზაცია აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა 24:19. სხვათა შორის, აფრასიძემ ეროვნული გუნდის მაისურით პირველი ლელო მიითვალა. თამაში ქართველების კარნახით გაგრძელდა და აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმით 8 ქულამდე გაზარდა სხვაობა 27:19. სამოელებმა ბოლოს კი შემოგვიტიეს, მაგრამ ლელოს დადბა ვერ მოახერხეს და შეხვედრა საქართველოს ლამაზი გამარჯვებით დასრულდა.