კორეაში ფინალში ჩვენი მეორე მონაწილე, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, კილაძის თანაქალაქელი ნინო ხუციბერიძეც შევიდა, თუმცა საბოლოოდ, ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა - 130.5 ქულა.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ ოქტეტში მხოლოდ საქართველოს და კორეას ჰყავდათ ორ-ორი წარმომადგენელი. თან ჩამოიტოვა წინა დღის ერთ-ერთი ტრიუმფატორი, მასპინძელი ჰიუნიოუნ იოო, ვინც ახალგაზრდებში შერეულ წყვილებში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
არადა, ფინალში ხუციბერიძე მესამე (571 ქულა), კილაძე კი მერვე შედეგით (569) შევიდა. თან კილაძეს ამაში დამატებითი მაჩვენებლები წაეხმარა თაბარქულიან რუს იანა ენინასთან - ჩვენებურს ბოლო სერიაში 98 ქულა ჰქონდა, რუსს - 96. კილაძეს უფრო მეტი 10-იანიც ჰქონდა.
ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი თურქი იაიდა სევაი ტარჰანი გახდა 237.9 ქულით, ვერცხლი კი კორეელმა გაუენ ჩოომ მოიპოვა 234.5-ით, ვინც წინა დღეს შერეულ წყვილებში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ამდენად, საქართველომ კორეაში მედლების მონაგარი გახსნა.
ლიზი კილაძე ახალ თაობაში ერთ-ერთი უნიჭიერესი მსროლელია, ვინც აქამდეც დიდოსტატურ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა, მიზეზთ გამო, პირველი მედალი ახლა მოიპოვა. აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილი იყო (ფინალში მეოთხე შედეგით შევიდა), რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებამდე კი 2 ქულა დააკლდა.