კახა ჩხეტიანის შეგირდებმა ერთი ბურთი ტაიმის ბოლოს გაქვითეს, მათე ცინცაძის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ლევან კუტალიამ გაიტანა. მეორე ტაიმში ,,ტორპედო" შეუჩერებელი გახდა. არფანგ დაფემ ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ შეცვლაზე შესული თორნიკე კაპანაძის ჯერი დადგა, რომელმაც ზუსტი დაბალი დარტყმით ქუთაისელები წინ გაიყვანა–3:2 კაპანაძემ მატჩის მიწურულს დუბლი შეასრულა, იქამდე კი ერთი გოლი გიორგი კუხიანიძემ გაიტანა. ასე რომ, მძიმე სტარტის შემდეგ ქუთაისელებმა გულშემატკივრებს ქამ ბექი შესთავაზეს და ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.
ტორპედო - სამტრედია 5:2
გოლები: 0:1 გიორგი ფანცულაია (5), 0:2 გიორგი ფანცულაია (23), 1:2 ლევან კუტალია (45+1), 2:2 არფანგ დაფე (50), 3:2 თორნიკე კაპანაძე (60), 4:2 ეგორ სმირნოვი (81, საკ. კარში), 5:2 თორნიკე კაპანაძე (90+2)
ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა, მათე ცინცაძე, არფანგ დაფე (გრიგოლ დოლიძე 72), გიორგი კუხიანიძე, ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან კუტალია, გიორგი ქიმაძე, მარეკ ჰლინკა (თორნიკე კაპანაძე 46), მამუკა კობახიძე, მილოშ ლაჩნი (თენგიზ წიქარიძე 65)
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
სამტრედია (3-4-1-2): სერგეი პოგორილი, გიორგი გურული, იგორ კოშმანი (ლაშა კუჭუხიძე 73), ბექა ტუღუში, ეგორ სმირნოვი (ანატოლი მესიაჩენკო 85), ჯაბა ლიპარტია, გიორგი ფანცულაია, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, ჯემალ გოგიაშვილი (კ), ავთო ენდელაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე