ერთა ლიგა მოგებით დავიწყეთ

ყაზახეთი – საქართველო 0:2

6 სექტემბერს, „ასტანა არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ყაზახეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, ანგარიში 69-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და მეტოქის კარი აიღო. 74-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში სერგეი მალიმ ჩაჭრა.

მატჩის დასრულების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა:

ვლადიმირ ვაისი: მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებით ძალიან ბედნიერი ვარ. თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, ყაზახეთი აქტიურობდა და კარგი პრესინგი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიგეთ. ასევე ვთვლი, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია - ზოგიერთმა ფეხბურთელმა სეზონი ახლა დაიწყო, ზოგს ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს. ეს მათ თამაშს საკმაოდ ეტყობოდა. რა თქმა უნდა, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ისეთი მომენტები როგორიც ნავალოვსკის, ქვილითაიას და მერებაშვილს ჰქონდათ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში თამაშის ბედს უფრო ადრე გადავწყვეტთ.

ახალგაზრდა ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა და მას ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი.

დღევანდელი დღე მხოლოდ დასაწყისია. სამი დღის შემდეგ ლატვიას ვეთამაშებით, ძალიან მჭიდრო გრაფიკი გვაქვს. ბიჭებს კიდევ ერთხელ შევაქებ, ჩვენ მხოლოდ ორი დღე გვქონდა ყაზახეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად.ამ მოგების შემდეგ, ახლა როდესაც თვითმფრინავში ჩავსხდებით უკვე სრულად ლატვიასთან მატჩზე ვიფიქრებთ." 

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაზე, პირველი გოლის ავტორი 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ფეხბურთელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ოფიციალურ თამაშში ჩემი პირველი გოლი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გოლით ნაკრებს გამარჯვებაში დავეხმარე. ახლა მთელი კონცენტრაცია ლატვიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისკენაა, სადაც აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება. აქედან გამომდინარე, ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდებ, მოვიდეს სტადიონზე და გვიქომაგოს.“ 

ყაზახეთი - საქართველო 0:2

ასტანა, „ასტანა არენა“

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი (76’ ტურისბეკი), მუჟიკოვი, ისლამხანი (81’ ზაინუტდინოვი), ჟუკოვი, შეტკინი, მურთაზაევი (88’ სეიდახმეტი), შომკო (კ), ბეისებეკოვი

სათადარიგო შემადგენლობა: პლოტნიკოვი, ნეფოდოვი, მიროშნიჩენკო, ვოროგოვსკი, ნარზილდაევი, ტუნგიშბაევი, სუიუმბაევი, აბიკენი, ლოგვინენკო

მთავარი მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (84’ ხოჭოლავა), ქვილითაია (65’ გვილია), მერებაშვილი, ჩაკვეტაძე (75’ ოქრიაშვილი), ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, კიტეიშვილი, კაჭარავა, აბურჯანია, ტაბიძე, პაპუნაშვილი, არაბიძე, ჯიღაური

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

მსაჯები: უმუთ მელერი (თურქეთი), მუსტაფა ეისოი (თურქეთი), ჯევდეთ კომურჯუოღლუ (თურქეთი), ბარიშ შიმშეკი (თურქეთი), უმუთ ოზთურქი (თურქეთი), ჯეიჰუნ სესიგუზელი (თურქეთი)

გაფრთხილება: 6’ ნავალოვსკი, 45+1’ კუატი

გოლები: 0:1 ჩაკვეტაძე (69), 0:2 მალი (ს.კ) (74)

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ჩარტერული რეისით დაბრუნდა და ლატვიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს. უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას, ჩვენი გუნდი ლატვიის წინააღმდეგ 9 სექტემბერს 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გამართავს.

Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…