- საქართველოXV ორ მატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან;
- მატჩების ქუთაისში და თბილისში გაიმართება;
- პირველი მატჩი - 7 ივნისი, 18:00, აია არენა;
- მეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი;
ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორ მატჩიან სერიას გამართავს.
შარშან ზაფხულში საქართველოXV-მა „ზაფხულის თასზე“ არგენტინის XVდა ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის „ა“ ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებული. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1 ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას „აია არენაზე“, 7 ივნისს გამართავს.
ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე შეხვდებიან.
სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველო XV | ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან
- site.rugby.ge
- - მაი 29, 2019
ქართული რაგბის ქომაგები, 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.