პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური ,,პორვო" გაანადგურეს 16:0. 5-5 გოლი გაიტანეს ,,ქუთაისის“ უკრაინელმა ლეგიონერებმა პოლინა ვოლოხოვამ და ელონა რეჰინამ. 3 გოლით გამოიჩინა თავი თეონა კუპრაძემ. ორი გოლი კიდევ ერთი უკრაინელი ლეგიონერის, ვალერია ტიშენკოს ანგარიშზეა, ერთი ბურთი კი ფინელებს ლელა სვინტრაძემ გაუტანა.
მეორე შეხვედრაში ,,ქუთაისს“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“ დაძაბული ბრძოლა გადახდა. საქართველოს ჩემპიონს შეხვედრა 3:0 მიჰყავდა, მაგრამ დანიელებმა ანგარიში გაათანაბრეს და წინაც გავიდნენ –3:5. ქუთაისელებმა ვალერია ვოლოხოვასა და ილონა რეჰინას გოლებით წონასწორობა აღადგინეს, საბოლოოდ კი 8:6 გაიმარჯვეს.
,,კოპენჰაგენთან“ გატანილი რვავე გოლი უკრაინელი ლეგიონერების ანგარიშზეა. 4 გოლი გაიტანა ილონა რეჰინამ, 3 პოლინა ვოლოხოვამ, 1– ვალერია ტიშენკომ.
17 თებერვალს , ,,ქუთაისი“ ბელგრადის ,,ბასკს“ დაუპირისპირდა და სერბული კლუბი 12:2 გაანადგურა. რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ქუთაისურ გუნდს, ამ შეხვედრაშიც უკრაინელმა ლეგიონერებმა ულიდერეს. 6 გოლი გაიტანა ილონა რეჰინამ, 2–2 ბურთი ვალერია ტიშენკკოს, პოლინა ვოლოხოვასა და თამარ სუპატაშვილის ანგარიშზეა.
ამდენად, ავთანდილ თევდორაძის გუნდმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და 15 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. დებულების მიხედვით ჯგუფში 1–2 ადგილზე გასული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან. მეორეადგილზე დანიური ,,კოპენჰაგენი“ გავიდა. ქუთაისელები ფინალში სწორედ კოპენჰაგენელებს დაუპირისპირდებიან. მათ შორის გამარჯვებული მომავალ წელს რანგით მაღალ ლიგაში – ,,ჩელენჯ“–1–ში დაწინაურდება.