ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ოთარ კიტეიშვილი დასახელდა
თბილისის დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა!
მილანში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და დამაჯერებლად გაუსწრეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.
ბასილაშვილის ისტორიული მოგება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ATP ტურნირი. გერმანიის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა, უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა.
ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს, ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. ATP-ის ტურნირის მოგების მესამე ცდა კი წარმატებული გამოდგა.
ახალგაზრდა ძიუდოისტების ბერლინური წარმატება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ფოთის ,,კოლხეთს" ლანდის იმედი აქვს
ფოთის ,,კოლხეთის" პრესსამსახურის ინფორმაციით, გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.