საკალათბურთო კემპი ქუთაისში და ამერიკული პერსპექტივები
ქუთაისს კალათბურთის ლიეტუველ სპეციალისტი სტეპას კაირუნასი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი კალათბურთელებისთვის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში ორდღიანი ვარჯიშები ჩაატარა. სტეპას კაირუნასი საქრთველოში საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით იმყოფებოდა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, მათი მიზანი ბავშვების მომზადებასთან ერთად, პერსპექტიული ბავშვების ამერიკაში წაყვანა და კოლეჯებისა და საუნივერსიტეტო გუნდებში მოწყობაა. ლიეტუველ სპეციალისტს კემპის ჩატარებაში იტალიურ სერია ა - ში დაწინაურებული ,,ალმა ტრიესტეს" ქართველი ლიდერი გიგა ჯანელიძე და მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე ეხმარებოდნენ. კემპი კერძო პირების პაატა და ჭაბუკი მერკვილაძეების სპონსორობით ჩატარდა.
,,ტორპედოს" ორი მატჩი გადაიდო
9 აგვისტოს "ტორპედო" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს "კუკესის" წინააღმდეგ ქუთაისური. გუნდი მალევე ალბანეთში გაემგზავრება, სადაც განმეორებითი მატჩისთვის მოემზადება.
ვის შეხვდება ,,ტორპედო", თუ ალბანურ ბარიერს გადალახავს?!
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპა ლიგის პლეი–ოფის კენჭისყრა გაიმართა, სადაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქუთაისის ,,ტორპედოს" სავარაუდო მეტოქე გაირკვა.
ნონას თასი ქუთაისს ეწვია
დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.
ტორპედომ ვიკინგური გაანადგურა
უეფას ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის ,,ტორპედომ” ფარერული ,,ვიკინგური” 4:0 გაანადგურა, ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგო და ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა, სადაც ალბანურ ,,კუკეშს” დაუპირისპირდება.