საქართველომ ზაფხულის რაგბის თასზე არგენტინა დაამარცხა
საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და “რაგბის ზაფხულის თასის” პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.
ქუთაისელმა ზაზა ლომთაძემ მილანში 3 მედალი მოიპოვა
მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება გუშინ საქართველოს ნაკრებიდან , ქუთაისური ძალოსნობის სკოლის წარმომადგენელმა ზაზა ლომთაძემ (94კგ) იასპარეზა. ლომთაძემ მილანურ ფიცარნაგზე 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კახა ჩხეტიანი: გოლი რომ გაგვეშვა, არავინ იცის თამაში როგორ დამთავრდებოდა!
ქუთაისის ,,ტორპედომ” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერული ,,ვიკინგური” 3:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ქუთაისური გუნდის თამაშში ხარვეზებიც გამოჩნდა. როცა ფარერული გუნდი 3-4 საგოლე მომენტს გიქმნის, ეს მართლაც, რომ საყურადღებო ფაქტია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ,,ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მინუსებზეც გაამახვილა ყურადღება.
ჩიხურას 0 : 0=იმედს
საჩხერის ,,ჩიხურამ“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხევდრა ,,მიხეილ მესხზე“ სლოვენიის ჩემპიონ ,,მარიბორთან“ გამართა და ,,ბეითარის“ საშინაო მატჩის მსგავსად, ახლაც ნილოვან ფრეს დასჯერდა.
ყველას გახსოვთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ებრაულ გუნდთან მეორე დაპირისპირებაში. იმედია, სოსო ფრუიძის შეგირდები, სტუმრად მოახერხებენ გოლის გატანას და კიდევ ერთხელ გაახარებენ ქართული ფეხბუთის გულშემატკივრებს.
[ფოტო რეპორტაჟი] - ტორპედომ ვიკინგებს დამაჯერებლად მოუგო
ქუთაისის ,,ტორპედომ“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერების ,,ვიკინგური“ დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.