ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში სამივე ცდა (131,136,138 კგ). წარმატებით გამოიყენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც შესანიშნავად ისაპარეზა (158,164,173) და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში დაგროვებული 311 კილოგრამით კი 17 წლამდელთა ევროპირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ამ დროისთვის მილანში მიმდინარე 17 წლამდელთა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალია! ქართველთა მილანურ მონაგარი ასე გამოიყურება:
არჩილ მალაყმაძე - 1 ოქრო, 2 ვერცხლი.
საბა ასანიძე - 2 ბრინჯაო
ლომია თებიძე - 3 ვერცხლი
ედუარდ კაკაბაძე -2 ბრინჯაო
ზაზა ლომთაძე –1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო