წყალტუბოს სტადიონზე მინდვრის საფარი იგება
წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება აქტიურად მიმდინარეობს. საფეხბურთო არენის რეაბილიტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. მინდვრის საფარის დაგებას სფფ- აფინანსებს. უკვე დამონტაჟდა სადრენაჟო და სარწყავი სისტემები, ამ ეტაპზე კი მინდვრის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ტორპედო ტირასპოლშია და შერიფთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება
ქუთაისის ,,ტორპედო“ ტირასპოლში გუშინ გაემგზავრა, სადაც 18 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მოლდოვის მრავალგზის ჩემპიონ ტირასპოლის ,,შერიფს” შეხვდება. მატჩი ტირასპოლის მთავარ არენაზე თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება.
როინ კვასხვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ,,ტორპედო" გავიდეს
ქუთაისის ,,ტორპედო" ხვალ სტუმრად ტირასპოლის ,,შერიფს" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ტორპედოეკებმა ქუთაისში 2:1 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსიც გაიჩინეს. ხვალინდელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ,,ტორპედოს" კაპიტანმა როინ კვასხვაძემ გააკეთა.
ბათუმში “დელფინებმა” იმარჯვეს
3×3 კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ ტურს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქში თავი 18-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც ფინალური ეტაპის იმ 1 საგზურისთვის იბრძოდნენ, რომელიც შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულისთვის იყო დაწესებული. ტურნირი უამინდობის გამო, ბათუმის სპორტსკოლის დარბაზში ჩატარდა.
ტაშკენტიდან მოდის ოქროები - ქართველი ძალოსნების ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე
პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ამ შედეგს ქართველმა ძალოსნებმა ტაშკენტში სამი წარმომადგენლით მიაღწიეს!