სრული იმედგაცრუება ქუთაისში - ტორპედო აქტობესთან დიდი ანგარიშით დამარცხდა (ტორპედო - აქტობე 1:4)

27.07.2023. ქუთაისი. ,,შენგელია არენა"
0:1 ალიბეკ კასიმი (34), 0:2 მილოშ რაიკოვიჩი (43), 0:3 სამოროდოვი (73), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვიჩი (90+3)
ტორპედო: კლიაიჩი, ქობულაძე, მონტეირო, ნადარაია, შერგელაშვილი (46.კეიკე), გიგაური ©, ფანცულაია (83.კაბალიერო), სანდოხაძე, აკბარი, ბუღრიძე (78.ჰაიდარი), არაბიძე
სათადარიგოები: გოშაძე, მეფარიშვილი, გოგლიჩიძე, ჭიჭინაძე, მანჯგალაძე, ნკომბა, ჩაჩუა
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი
გაფრთხილება: გიგაური (45+2), სამოროდოვი (45+3), ბუღრიძე (45+3), იაშინი (45+3), არაბიძე (56), რაკოვიჩი (81)
არბიტრი: ჟონათან ლარდო (ბელგია)

აქტობე: პოკატილოვი, გადრანი (71.კიბირაი), იაშინი, კასიმი, შომკო©, სტრუმია, ბაიტანა (71.ფილიპოვიჩი), სამოროდოვი (80.უმაევი), რაიჩკოვიჩი, ტანჟარიკოვი, ელდერ სანტანა (78. ჟუმაბეკი)
სათადარიგოები: ლობანცევი, ჩინა, გნაიემი, კენესოვი, იზოტოვი
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი კარპოვიჩი

მერამდენედ ხდება, ქართულ ფეხბურთში

ი გამკრთალი პაწაწინა ნაპერწკალიც კი იმდებეს ბადებს, ხალს სტადიონებზე აბრუნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, გაღვივებასაც ვერ ასწრებს, ისე ჩაქვრება ხოლმე.
,,სარაევოს" ბარიერის გადალახვამ, ,,ტორპედოსა" და ქართული ფეხბურთის ქომაგებს იმედები ჩაუსახა, რომ სტივ კინის შეგირდები კონფერენსლიგის მეორე ეტაპის გავლასაც შეძლებდნენ, შემდეგ კი იქნებ ჯგუფურ ეტაპზეც მოხვედრილიყვნენ. სარაევოსთან მატჩის შემდეგ ქუთათურებში ასეთი ოპტიმიზმი სუფევდა. მართალია, ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ საპასუხო შეხვედრაა, მაგრამ ქუთაისში ,,აქტობესთან" განცდილი მარცხის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასვლა ფანტასტიკის სფერო უფრო განეკუთვნება.
არადა, რა კარგი საფეხბურთო გარემო იყო ,,შენგელია არენაზე". სავსე ტრიბუნები, საოცარი ქომაგობა, ბევრი ემოციები, ყველაფერი რაც ფეხბურთს უხდება და ალამაზებს.

უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერასთან ერთად, საშინაო მატჩში ტორპედოელებს მცირეოდენ უპირატესობას ისიც აძლევდთა, რომ ,,აქტობე"ქუთაისში თამაშის დღეს ჩამოფრინდა და წესით ხეირიანად დასვენებასაც ვერ მოასწრებდა.
ქუთაისელებმა საწყისი წუთებიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ შტურმი არ გამოუვიდათ. ,,აქტობეს" დაცვა, რომელშიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ლეგიონერი ლუკა გადრანი იყო, მასპინძლებს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს. მე-6 წუთზე ბაიტანას ძალიან სახიფათო დარტყმული ბურთი ,,ტორპედოს" სერბმა მეკარემ კლიაიჩმა მოიგერია.
ტორპედოელთა მხრიდან აქტიური იყო გიორგი არაბიძე, რომელიც ტრადიციულად, ინდივიდუალური გარღვევებით ცდილობდა მეტოქის დაცვაში დისონანსის შეტანას.
მე-14 წუთზე მან კარგი პასით მოძებნა შერგელაშვილი, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან სწრაფად ჩაერთო შეტევაში, მაგრამ კარში დარტყმა არ გამოუვიდა.
20-ე წუთზე ყაზახებმა სახიფათო მომეტი შექმნეს, შამკოს დარტყმა მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ეს მცირეოდენი უპირატესობა სტუმრებმა მალე გოლშიც გარდასახეს.
32-ე წუთზე ელდერ სანტანას წაქცევისთვის ,,ტორპედოს" კარში პენალტი დაინიშნა და კასიმმა ანრაგიში გახსნა - 0:1
40-ე წუთზე ქუთაისელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს, მარჯვნიდან არაბიძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ ბუღრიძე ცდილობდა ვარდნაში კარში დარტყმას, მაგრამ მეკარემ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა.
43-ე წუთზე ,,ტორპედოს" დაცვა ჩავარდა და მილოშ რაიკოვიჩმა სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა - 0:2
სტუმრები შესვენებაზე კომფორტული სხვაობით გავიდნენ. რამაც მატჩის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

თამაშის განახლებისთანავე სანტანამ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა, თუმცა, ბურთი კარს ასცდა.
56-ე წუთზე არაბიძე რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ მცველებთან კონტაქტისას მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ არბიტრიმა ცათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ,,ტორპედოს" ათიანს ყვითელი ბარათი აჩვენა.
58-ე წუთზე ბუღრიძეს ანგარიში უნდა შეემცირებინა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
73-ე წუთზე ქუთაისელთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა და მაქსიმ სამოროდოვმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა 0:3
ბოლოს ,,ტორპედომ" მწვავედ შეუტია, 84 -ე წუთზე დავით კეიკემ კარგად დაარტყა კარში, მაგრამ სტუმართა მეკარემ მოიგერია, სტას პაკატილოვმა მაურო კაბალიეროს დარტყმაც მოიგერია. ქუთაისელთა კიდევ ერთი დარტყმა მცველებმა ,,დაბლოკეს". მასპინძლების მცდელობამ შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო, გიორგი არაბიძემ ერთი ბურთი გაქვითა და მცირეოდენი იმედები დააბრუნა, თუმცა მხოლოდ 4 წუთით, მორიგი საშინელი თამაში დაცვაში ფილიპოვიჩმა ანგარიში კვლავ გამანადგურებელი გახადა 1:4.
წაგებით ხომ წავაგეთ და მატჩის შემდეგაც უსიამოვნო ფაქტი მოხდა, მოედანზე შევარდინლი არასრულწლოვანი მსაჯს მივარდა, რის გამოც იმედია, ,,ტორპედო" მკაცრად არ დაისჯება.
და ბოლოს, კიდევ ერთი საოცარი ფაქტი. 78-ე წუთზე ბუღრიძის ნაცვლად შეცვლაზე ჰაიდარი გამოვიდა, აქ უცნაური არაფერი იქნებოდა, ჰაიდარი რომ მატჩის განაცხადში ყოფილიყო...

განახლდა პარასკევი, 28 ივლისი 2023 03:45
Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…