ქუთაისი ყოველთვის იყო ძლიერი მორაგბეების სამჭედლო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ამარაგებდა წამყვანი ძალით. ტრადიციები დღესაც წარმატებით გრძელდება. ბორჯღალოსანთა რიგებში ქუთაისში დაოსტატებული არაერთი მორაგბე თამაშობს, მათგან ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი,  ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძეა. ბორჯღალოსანთა 34 წლის მეორეხაზელი თითქმის ერთი წელია უელსში, კლუბ ,,ოსპრეიში“ თამაშობს, გიოს საქართველოს ნაკრებში 90 თამაში აქვს ჩატარებული და ,,ცენტურიონობამდე“ 10 კეპი დარჩა მოსახვეჭი, „ნემსო“  ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ჩვენი პორტალის მიზანი არის ქუთაისელი, წარმატებული სპორტსმენების წარმოჩენა და საინტერესო მხრიდან გაცნობა.

ქუთაისის ,,აია" პლეი ოფის მატჩში მარნეულის ,,არმაზთან" 26:30 დამარცხდა და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ,,აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.

72 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუთაისის ,,აია''-ს ლეგენდარული მორაგბე და უფროსი მწვრთნელი ბატონი დუგლას კავთელაშვილი.

ქუთაისში დიდი რაგბი ბრუნდება. რაგბი ევროპის მე–7 ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს ,,აია არენაზე"  უმასპინძლებს. მატჩი 10 მარტს 16.00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის  ბილეთების გაყიდვა TKT.GE -ს საშუალებით უკვე დაწყებულია. 

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ბრივთან’ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ფრანგულ ელიტაში დაიწყებს.

 ქუთაისის ‘აიას’ 19 წლის მორაგბემ სახელი 2017 და 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გაითქვა. შარშან ნოემბერში მას მილთონ ჰეიგმა უხმო და აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

 თედო მიმდინარე სეზონს ქუთაისის ‘აიაში’ დაასრულებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ‘ბრივში’ მას ექვსი ქართველი დახვდება - კარლენ ასიეშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ლუკა ჯაფარიძე. 20 ტურის შემდეგ, ‘ბრივი’ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ‘ნევერს’ 7 ქულით ჩამორჩება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.   

 „გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. ‘ბრივს’ მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი „ესპუარებისაა“, თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში“ - განაცხადა თედო აბჟანდაძემ.

 

ქუთაისში შეკრებაზე იმყოფებიან რუსეთის 18 და 20 წლამდენლა ნაკრები გუნდები. 20 წლამდელთა ნაკრებმა რიონისპირა ქალაქში  უკვე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსები ჯერ ქუთაისის ,,არესთან“ დამარცხდნენ –7:44, შემდეგ კი ,,აიას“ 20 ჭაბუკთა ა ლიგის გუნდთანაც დათმეს შეხვედრა.

გვერდი 2 სულ 5

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…