საჩხერის ჩიხურა 2 აგვისტოს უეფა ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე განმეორებით შეხვედრას სლოვენიის მარიბორთან სტუმრად გამართავს. (პირვლი შეხვედრა 0-0).

2 აგვისტოს, ქუთაისის "ტორპედო" ფარერებზე "ვიკინგურის" წინააღმდეგ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს გამართავს.

ინტერვიუ წყალტუბოს ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელთან

ორიოდე დღეში საქართველოს საფეხბურთო  ჩემპიონატი განახლდება. სეზონის მეორე ეტაპისთვის ემზადებიან ეროვნული ლიგა –2ის გუნდებიც. წყალტუბოს ,,სამგურალი“, რომელიც პირველი ეტაპის შემდეგ 18 ქულით  სატურნირო ცხრილში მე–9 პოზიციაზეა, მომდევნო ორ წრეში მდგომარეობის გამოსწორებას  შეეცდება. თუ რა მიზნები აქვთ წყალტუბოელებს, რა სიახლეებია გუნდში და როგორ მოემზადნენ ისინი ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის, ამის შესახებ ,,სამგურალის“ მთავარ მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

თბილისის დინამოს კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პრიზი 22 წლის მოთამაშეს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა გადასცა.

დღეს, ფოთის სარაგბო სტადიონის  საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია ,,lion building development''-მა, ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას ახალი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ლანდი წარუდგინა. 

ფოთის ,,კოლხეთის" პრესსამსახურის ინფორმაციით,  გუშინ მილანში ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის ხელმძღვანელები ცნობილ იტალიელ მწვრთნელს რობერტო ლანდის შეუთანხმდნენ, რომელიც საქართველოში დღეს ჩამოფრინდება და ფოთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება.

საჩხერის ,,ჩიხურამ“ ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხევდრა ,,მიხეილ მესხზე“ სლოვენიის ჩემპიონ ,,მარიბორთან“  გამართა და ,,ბეითარის“ საშინაო მატჩის მსგავსად, ახლაც ნილოვან ფრეს დასჯერდა.

ყველას გახსოვთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ებრაულ გუნდთან მეორე დაპირისპირებაში. იმედია, სოსო ფრუიძის შეგირდები, სტუმრად მოახერხებენ გოლის გატანას და კიდევ ერთხელ გაახარებენ  ქართული ფეხბუთის გულშემატკივრებს.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…