კოლხეთში ლანდი გამოჩნდა

დღეს, ფოთის სარაგბო სტადიონის  საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ფოთის ,,კოლხეთი 1913''-ის სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია ,,lion building development''-მა, ფეხბურთელებსა და გუნდის ადმინისტრაციას ახალი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი რობერტო ლანდი წარუდგინა. 


შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა რომელზეც იტალიელმა მწვრთნელმა თავის სამწვრთნელო პრიორიტეტებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე დაისახა გუნდის მიზანიც–ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რაც ,,კოლხეთისთვის" სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, იოლი არ იქნება. ფოთელები 18 ტურის შემდეგ 8 ქულით ცხრილის ბოლო პოზიციაზე არიან. ლანდის თქმით, მიზნის მისაღწევად, საჭიროა, გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელის თავიანთი მოვალეობისადმი სრული კონცენტრაცია და თავდაუზოგავი მუშაობა.

განახლდა ორშაბათი, 30 ივლისი 2018 21:14
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…