ქუთაისის ,,ტორპედო" ისტორიაში პირველად გავიდა ევროპალიგის პლეი ოფში. კახა ჩხეტიანის გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ალბანურ ,,კუკესთან"სტუმრად 0:2 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (5:4) შემდეგ ეტაპზე სწორედ ,,ტორპედო" გავიდა.
დღეს ქუთაისის ,,ტორპედო“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ალბანურ ,,კუკესს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
იმის გამო, რომ ,კუკესის“ სტადიონი უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს შეხვედრა ,,ელბასარ არენაზე“ გაიმართება.
"კუკესისა" და "ტორპედოს" განმეორებით მატჩს შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი მსაჯი ალენ ბიერი იქნება.
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გუშინ თბილისში დოლიძის ქუჩაძე. საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
ქუთაისის ,ტორპედო“ ,,კუკესთან“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის მზადებას ალბანეთში განაგრძობს. "ტორპედო" ტირანაში გუშინ ჩაფრინდა და სასტუმრო "მაკ ალბანიაში" დაბინავდა.
ცოტა არ იყოს პარადოქსია – როცა ბევრი ქართველი საფეხბურთო კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობს და ანაზრაურების გამო, ძირითადად არასაფეხბურთო ქვეყნებში ,,გარბის“ სათამაშოდ, 19 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი ილია ახვლედიანი ხუთწლიანი ესპანური კარიერის შემდეგ სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა. ზაფხულის შესვენებისას, ამპლუით მარჯვენა ნახევარმცველი ეროვნული ლიგა 2–ის ბინადარ წყალტუბოს ,,სამგურალში“ ჩაირიცხა და ორიოდე დღის წინ საქართველოს ჩემპიონატში დებიუტიც ჰქონდა. ,,გაგრასთან" შეხვედრაში 70-ე წუთზე ჩაერთო თამაში და საკმაოდ აქტიურიც იყო.
,,ტორპედომ" ,,კუკეში" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ქუთაისის ,,ტორპედომ" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ალბანური ,,კუკეში" დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
ანგარიში მე-2 წუთზე გიორგი კუხიანიძემ გახსნა, რომელმაც მე-15 წუთზე დუბლი გაიფორმა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში პოლონურ ,,გრონიკთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.