ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.  ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან.  თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.

16 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩი კიევის "არსენალთან" გამართა და უკრაინულ გუნდთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

 ქუთაისური გუნდიდან გოლი რიცარდ ლუკამ გაიტანა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა  ბოლო წუთზე პენალტი გამოიყენა.

 ამით "ტორპედომ" თურქული შეკრება დაასრულა და მზადებას უკვე სამშობლოში საქართველოს სუპერთასისთვის გააგრძელებს.

 ტორპედოელებმა ანტალიაში 6 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. აქედან სამ მატცში გაიმარჯვეს,  1 შეხვედრა ფრედ დსარულდა, ხოლო ორ დაპირისპირებაში დამარცხდნენ..

 

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ,,ტორპედომ"  დღეს კიდევ ერთი სპარინ გამტჩი გამართა. კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის მე–9 ადგილოსანი  დონეცკის ,,ოლიმპიკი" იყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეროვნულ ლიგაში შარსან აღზევებული გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1:0  დასრულდა.

ქუთაისის ,,ტორპედოს"  30 აგვისტოს შემდეგ 27 (ოფიციალურ და ამხანაგურ) შეხვედრაში არ ჰქონდა წაგება, მაგრამ, კახა ჩხეტიანის გუნდმა  ეს შთამბეჭდავი სერია, დღეს, ლვოვის ,,კარპატთან" მარცხით დაასრულა. თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისური გუნდი დღეს კოკისპირული წვიმის ფონზე უკრაინის პრემიერ ლიგის მე–10 ადგილოსან ,,კარპატს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 

გვერდი 1 სულ 17

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…