საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე–9 ტურში სტუმრად ფინეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. 

გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე შმტევ ფეხბურთს თამაშობდა და მეტოქის ნახევარზე დიდ დროს ატარებდა, მაგრამ ქართველთა შეცდომას  მე–19 წუთზე  ლასი ლაპანაინენის გოლი მოჰყვა–1:0

  61–ე წუთზე ფინელებს უპირატესობის გაზრდის 100 %–იანი შანსი მიეცათ. მსაჯმა ფინელთა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც საკუ ლიატუპამ შეასრულა, თუმცა, ლუკა გუგეშაშვილმა ულამაზეს ნახტომში მეტოქის დარტყმულის მოგერიება შეძლო, რის შემდეგაც ბურთი ძელსაც მოხვდა.

 75–ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა  ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გიორგი კოხრეიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი. ბექა მიქელთაძემ ზუსტად შეასრულა 1:1

 გამარჯვების გოლი  87–ე წუთზე  ირაკლი ბუღრიძემ გაიტანა, რომელიც ცვლილებაზე 20 წამის შესული იყო. "ჩიხურას" შემტევმა ლამაზი და სწრაფი მოძრაობით ფინელი მცველები ჩამოიშორა და უძლიერესი დარტყმით ფინელთა კარში 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა

საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფში 12 ქულით მე–3 ადგილზეა და ბოლო ტურში სტუმრად ოლონეთის 21 წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…