კახა ჩხეტიანი: მეტოქე უნდა დავაფასოთ!
კახა ჩხეტიანი: "როგორც ყველა მატჩს, ამასაც სრული სერიოზულობით ვეკიდებით. გუნდი ხვალინდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება. ტრავმა მოიშუშა გრიგოლ დოლიძემ, რომელიც გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ 18-კაციან განაცხადშიც იქნება. ხვალ მოედანზე გასული "ტორპედო" მხოლოდ გამარჯვებისთვის ითამაშებს!"
მეტოქეზე: "ყველა მეტოქე დაფასებას იმსახურებს. ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს. ევროპალიგაა, ქვეყნის სახე ვართ და ჩვენი მხრიდან არასერიოზული იქნება, თუ ამ მატჩს ექსპერიმენტებისთვის გამოვიყენებთ. არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ რა მოაქვს არასერიოზულ დამოკიდებულას!"
ტორპედო სლოვაკი თავდამსხმელით გაძლიერდა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობაში მატებაა. ქუთაისური გუნდის ღირსებას 30 წლის სლოვაკი ფორვარდი, მილოშ ლაჩნი დაიცავს; სლოვაკმა ფეხბურთელმა ქუთაისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მილოშ ლაჩნი ,,ტორპედოში" სლოვაკური "ჟილინადან" გადავიდა. მანამდე ის ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც "რუზომბეროკი" (სლოვაკეთი), "შლიონსკი" (პოლონეთი), "გროდნო" (ბელორუსი), "დანდი იუნაიტედი" (შოტლანდია) და პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი) არიან.
კლიმიაშვილი მარტვილიდან რუსთავში
საფეხბურთო კლუბმა ,,რუსთავმა“ დათა სიჭინავას შემდე კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი ირაკლი კლიმიაშვილი დაიბრუნა.
ჩიხურა ისრაელში ხვალ გაემგზავრება
საჩხერის ,,ჩიხურა" ხვალ დილის 7 საათზე გაემგზავრება ისრაელში და 19 ივლისს თავის მე-16-ე ევროპა - ლიგურ მატჩს გამართავს იერუსალიმში - ,,ბეითარ ტრამპის" წინააღნდეგ, შესაბამისად მე-8-ე თამაში იქნება სტუმრის რანგში გამართული.
რაგბის ზაფხულის თასი 2018
ცხელი სარაგბო ზაფხული გრძელდება საქართელოში - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს - რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს რაგბის კავშირია და ჩვენი სურვილია, რომ ამ ასპარეზობამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.