ნონას თასი ქუთაისს ეწვია

დღეს 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ინიციატივით საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზი ნონას თასი ქუთაისში ჩამოიტანეს. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის და ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის გარდამავალი თასის გამოფენასთან ერთად, ცენტრალურ ბულვარში სხვადასხვა საჭადრაკო აქტივობები გაიმართა.

საერთაშორისო დიდოსტატმა, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტედენტმა ნანა იოსელიანმა პატარა მოჭადრაკეებს ერთობლივი საჭადრაკო სეანსი ჩაუტარა. ჭადრაკის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის თილისმა ,,ბათუსასთან" ფოტოები გადაეღოთ. პატარა მოჭადრაკეებისთვის ჩატარდა ვიქტორინა, გამარჯვებულები საჭადრაკო სიმბოლოებიანი მაისურებითა და სხვა ატრიბუტებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. .

,,ნონა გაფრინდაშვილის თასის ,,მოგზაურობა" გრძელდება. ეს ღონისძიება იმართება საჭადრაკო ოლიმპიადის პოპულარიზაციის ფარგლებში. ნონას თასის გამოფენა დავიწყეთ კახეთიდან, დღეს ამ მნიშვნელოვანი საჭადრაკო ჯილდოს ხილვის საშუალება ქუთაისელებს ჰქონდათ, მომდევნო დღეებში თასი ,,იმოგზაურებს" საჩხერესა და რაჭაში, ბოლოს კი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქ ბათუმში გამოიფინება. ქალბატონი ნონა იმყოფება ნორვეგიაში, თორემ ის აუცილებლად იქნებოდა ჩვენს გვერდით. ბათუმი 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს
ბათუმში გაიმართება უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ღონისძიება, რომელშიც 189 ქვეყნის 4000 მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. სამზადისი უკვე დასკვნით ეტაპზეა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, საჭადრაკო ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ჩავატარებთ გამორჩეულ საჭადრაკო ოლიმპიადას." - განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ნონას თასი ქუთაისშია. ზოგადად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია საოცარ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონისა და ქალაქის მიმართ. ნონას თასი 1997 წელს შეიქმნა. 21 წელიწადია უკვე ეს თასი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საქართველომ ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო ნონას თასის მოპოვება და ასე შომოვლით თუ გვეძლევა საშუალება ეს თასი ვნახოთ და ხელით შევეხოთ. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა მოჭადრაკეები რომლებიც დღეს აქ არიან, შეძლებენ და ნონას თასს საქართველოში დაუდებენ ბინას. "-აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძემ.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1997 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.

1998 წლიდან ნონა გაფრინდაშვილის გარდამავალი თასი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა.

განახლდა ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 11:13
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…