ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს მიმდინარე რეაბილიტაციის გამო დღეს ,,ტორპედომ“ ,,რუსთავს“ სამტრედიაში ,,ეროსი მანგალაძეზე“ უმასპინძლა. ძლიერი ქარის თანხლებით გამართული შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
74 წლის ასაკში, ქუთაისის ტორპედოს ვეტერანი ფეხბურთელი, ჯემალ ხერხაძე გარდაიცვალა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ,,აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.
"რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-3 ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. მატჩი დაძაბულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ქუთათურებს გეგმის მინიმუმი, ფრე უნდა ეთამაშათ, რომ წაუგებელი სერია გაეგრძელებიათ და რუსთავის "ოლიმპის" რეკორდი მოეხსნათ. მატჩის პირველი უგოლო ფრე დასრულდა, სახიფათო მომენტების სიმცირით გამოირჩეოდა მეორე ტაიმიც. თუმცა ყველასთვის მოულოდნელი გოლი გაიტანა "ლოკომოტივმმა", რამაც თამაშიც ბედიც გადაწყვიტა. ქუთასური კლუბი გაშვებულმა გოლმა გატეხა, ჩხეტიანმა ცვლილებებიც შეტევაში განახორციელა და "ტორპედოც" მთელი გუნდით წინ წავიდა. თამაშის გადარჩენის მაგივრად ქუთათურებმა ამჯერად დამუშავებული შეტევით, მეორე გოლი მიიღეს. მატჩის ორივე გოლი თამაშის მიწურულს გავიდა და ქულის გადარჩენის იმედიც გაქრა. ამ თამაშით დასრულდა "ტორპედოს" წაუგებელი სერია და ოცნება, რომ ქუთათურები ამჯერად საქართველოს რეკორდს მოხსნიდნენ. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რუსთვის "ოლიმპი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. დღეს კი "ტორპედოს" ამ შედეგის არა გამეორება არამედ გაუმჯობესება შეეძლო.
ქუთაისის ,,ტორპედომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგია შესანიშნავად დაიწყო. კახა ჩხეტიანის გუნდმა სასტარტო შეხვედრაში საკუთარ არენაზე ბოლნისის ,,სიონი" დაამარცხა 3:2, გუშინ კი მეორე ტურის მატჩში სტუმრად ბათუმის ,,დინამოს" აჯობა–2:0. ქუთაისელებმა კვლავ კომბინაციური და სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენეს. მე–17 წუთზე თენგიზ წიქარიძის გადაცემის შემდეგ ,,ტორპედოს" უკრაინელმა ლეგიონერმა ოლექსანდ აზაცკიმ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის პასი ბუდუ ზივზივაძემ გამოიყენა და ოფიციალურ შეხვედრაში ,,ტორპედოს" მაისურით პირველი გოლი გაიტანა. შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა და ,,ტორპედომ" მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისური გუნდი საქართველოს ჩემპიონატში 256 დღის წინ, გასული წლის 23 ივნისს მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დამარცხდა.
ევროპის ჰოკეის ფედერაციამ მოულოდნელი და ჩვენთვის სასიხარულო გადაწყვეტილება მიიღო.
საქმე იმაშია, რომ ევროპის ჰოკეის მმართველმა ორგანომ, ქალთა შორის ინდორ ჰოკეიში ევროპის საკლუბო ჩემპიონატის – ჩელენჯ 2 –ის ფინალური შეხვედრის შედეგი გააუქმა, რომელშიც ,,ქუთაისი“ დანიურ ,,კოპენჰაგენთან“ დამარცხდა. ამდენად, ქუთაისური გუნდი, როგორ ქვეჯგუფის გამარჯვებული, მომავალ წელს რანგით მაღალ ტურნირში ჩელენჯ–1 ში ითამაშებს.
კახა ჩხეტიანის შეგირდებმა ზედიზედ მეხუთე ტიტული მოიპოვეს, ისტორიაში კი მეათე. სამ წელში ხუთი ტიტული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთათურებმა კახა ჩხეტიანის მოსვლის შემდეგ სეზონი ტიტულის გარეშე არ დაუსრულებიათ.
72 წლის ასაკში გარდაიცვალა ქუთაისის ,,აია''-ს ლეგენდარული მორაგბე და უფროსი მწვრთნელი ბატონი დუგლას კავთელაშვილი.
გორის "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის სტადიონზე, საქართველოს ჩემპიონი, თბილისის "საბურთალო" საქართველოს თასის მფლობელს, ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა.
ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობის ბრალდებით ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური ავრცელებენ. დაკავებულები საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" მოთამაშეები არიან, რომლებიც გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში იმყოფებიან. თურქული გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ.
ქუთაისელი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა.