საჩხერის  ,,ჩიხურამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სოსო ფრუიძის გუნდი დღეს ივანწმინდაში შეიკრიბა. გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ (გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ბაქარ მირცხულავა)  საჩხერლებმა ახალი ფეხბურთელები დაიმატეს. ,,ჩიხურას" პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩხერულ კლუბს  დაუბრუნდნენ: თორნიკე მუმლაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე და ირაკლი კამლაძე, კორიფაძე ოთხი სეზონის განმავლობაში ,,ჩიხურაში" თამაშობდა და გუნდის ყველა წარმატებაში უდიდესი როლი შეიტანა, ასევე ჩიხურას ბიძინა მახარობლიძე (ბოლნისის ,,სიონი") და ოლეგ მამასახლისი (ქუთაისის ,,ტორპედო") გააძლიერებენ.
ამ ეტაპზე სოსო ფრუიძის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: 
დინო ჰამზიჩი
ზურაბ მწყერაშვილი
ავთო კაპანაძე
შოთა კაშია
დავით მაისაშვილი
ირაკლი კამლაძე
ლაშა ჩიკვაიძე
დავით მეგრელიშვილი
რევაზ ჩიტეიშვილი
ზურა კაპანაძე
გიორგი კორიფაძე
დემურ ჩიხლაძე
ლევან კაკუბავა
ოლეგ მამასახლისი
ბიძინა მახარობლიძე
მიშა სარდალიშვილი
თეიმურაზ მარკოზაშვილი
ირაკლი ლექვთაძე
დავით იონანიძე
ბესიკ დეკანოიძე
თორნიკე მუმლაძე

ქუთაისის ,,ტორპედომ" 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა დაიმატა. რიონისპირელებმა მასთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ქუთაისის ,,ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. რიონისპირელთა რიგებში მატებაა. ახალი სეზონიდან ქუთაისური გუნდის ღირსებას  25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი  ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს.
რიონისპირელთა ახალწვეული ამპლუით მარცხენა მცველია. მან კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონს წლეულს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  500 000 ლარზე მეტი გამოიყოფა.

მძარცველებმა პსჟ-ს ფეხბურთელი მიზანში ამოიღეს. პარი–სენ–ჟერმენის თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგის სახლი წელს უკვე მეორედ გაქურდეს. ბოლო ინციდენტი  გუშინ, 24 დეკემბერს მოხდა, თუმცა ზარალის ოდენობა უცნობია და ჯერ არ გახმაურებულა. შეგახსენებთ ფეხბურთელის სახლი წინა თვეშიც გაქურდეს.

 

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება ქუთაისში

24 დეკემბერს რესტორან ,,ელეონში“ ქუთაისის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დააჯილდოეს. წლის შემაჯამებელი ღონისძიება ტრადიციულად ახალი წლის წინა დღეებში იმართება და მასში ჩართულია ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება.  საღამოს ცნობილი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე უძღვებოდა. ქუთაისის გასული სეზონის ნომინანტები რამდენიმე დღის წინ სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელსაც ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი ხელმძღვანელობდა.

პრემიერლიგის მე-18 ტურში ,,ევერტონმა'' ,,ტოტენჰემს'' უმასპინძლა.  მატჩი უხვგოლიანი და ძალიან საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში რვა გოლი გავიდა. აქედან 6 ,,ტოტენჰემმა“ 2 კი ,,ევერტონმა“ გაიტანა. შეხვედრა ,,დეზების“  გამარჯვებით დასრულდა 6:2. ამ გამარჯვებით ,,ტოტენჰემმა” პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი გაიმყარა. გუნდის მონაგარი ამ დროისთვის 42 ქულაა.

 ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ კვიპროსის პირველი ლიგის 14-ე ტურში ,,ანორთოსისის"  მაისურით მეორე ადგილზე მყოფი ,,აელ"-ის კარი აიღო. მიქელთაძე თავიდანვე მოედანზე იყო. სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ  საქართველოს ნაკრების ფორვარდი  ნიკა კაჭარავაც მათმა გუნდმა კი შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგო. ანორთოსისმა 14-ი ტურის შემდეგ 23 ქულა მოაგროვა და ამ დროისთვის კვიპროსის პირველ ლიგაში  მე– 4 ადგილს იკავებს.

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი ქუთაისში

ქუთაისის ძალოსნობის დარბაზში მიმდინარეობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი და საქართველოს თაისის გათამაშება ძალოსნობაში. ტურნირი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის ,,დილას" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო ქუთაისის ,,ტორპედოში" გააგრძელებდა კარიერას. შემდეგ ეროვნული ლიგის ერთ–ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ბედი თბილისის ,,დინამოსაც" დაუკავშირეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბრაზილიელი იანვრიდან მოლდოვურ გრანდის ტირასპოლის ,,შერიფის" რიგებს შეუერთდება. ამის თაობაზე ტირასპოლელთა ოფიციალური ფეისბუქ გვერდი იუწყება. ,,შერიფსა" და გორის ,,დილას" ხელმძღვანელობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ 23 წლის ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო რიბეირო იანვრიდან მოლდოვეთის ჩემპიონის რიგებში ითამაშებს... ლეანდრო რიბეირომ მიმდინარე სეზონში ,,დილას" რიგებში 33 მატჩი ჩაატარა 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

21 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესო სპორტული შედეგების გათვალისწინებით ნომინაციების მიხედვით საუკეთესოები გამოავლინა

 თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2018 წლის საანგარიშო სესიაზე დელეგატთა შორის იყვნენ საქართველოს ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების, სეოკ-ის წევრი სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები. 

დელეგატთა წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მიმოიხილა სეოკ-ის საქმიანობა 2018 წელს, ისაუბრა სპორტული წლის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე. 
 
წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე 6 ოლიმპიურ სახეობაში სულ მოპოვებულია 18 ოქროს, 9 ვერცხლისა და 24 ბრინჯაოს მედალი, მათ შორის არის მსოფლიოს ჩემპიონატის 3 ოქროს მედალი. შედარებისთვის: თუ წინა ოლიმპიური ციკლის პირველ 2 წელს _ 2013-2014 წლებში მხოლოდ 1 მსოფლიო ჩემპიონი გვყავდა, ახალი ციკლის 2 წელიწადში - 7 მსოფლიო ჩემპიონი გვყავს. 
ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი. 2018 წელს ქართულ სპორტში და ოლიმპიურ მოძრაობაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ჩვენ უფრო მეტის იმედით და მოლოდინით ვეგებებით ახალ, 2019 წელს“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.


სესიაზე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ სეოკ-ის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა; ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი; სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს: წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ - ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 23 წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი; „წლის მწვრთნელი“ - ნუგზარ სხირელი (თავისუფალი ჭიდაობა); „ოლიმპიური მოძრაობის მედია-მხარდამჭერი“ - ტელეკომპანია „იმედი“; „რეგიონალური აქტივობისთვის“ - სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაცია; „ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის“ - სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი.“
ბოლოს გაიმართა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულის - 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ამჯერად გამარჯვებული გამოვლინდა კენჭისყრით, რომელშიც სესიის დელეგატები მონაწილეობდნენ.
ნომინანტთა სიაში შეყვანილი იყო სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის ყველაზე წარმატებული 4 სპორტსმენი: ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) - ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული; გურამ თუშიშვილი (ძიუდო, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი; გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, მძიმე წონა) - მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი; ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, მძიმე წონა) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს 7 რეკორდის ავტორი.
კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესი ხმები მიიღო ლაშა ტალახაძემ, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა სეოკ-ის რჩეული. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს ამ ნომინაციისთვის საგანგებოდ დამზადებული პრიზი - „ოლიმპიური ალი“ გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. სეოკ-ის გენერალური სპონსორის - „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ ტალახაძე 4 000 000 პლუს ქულით დაასაჩუქრა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის გიორგი ჩხიკვაძემ „საქართველოს ბანკისგან“ ფულადი ჯილდო 10 000 ლარი მიიღო.
დასასრულს, სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სესიის დელეგატებს და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი, უსურვა მხნეობა, ჯანმრთელობა, სპორტული შემართება, წარმატებები საქმიანობაში.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…