ქუთაისელები გაძლიერებას განაგრძობენ. ,,ტორპედოს" ახალი შენაძენი 21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა გახლავთ. "ტორპედოსა" და მექსიკურ "ტიგრესს" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი ქუთაისურ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა.
2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური "გოიასის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "სანტოსის" 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. "სანტოსის" მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ "ტიგრესში" გადაბარგდა.
"ტორპედოს" ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.
ტორპედო აღარ ხუმრობს... ქუთაისელები ბრაზილიელი შემტევით გაძლიერდნენ!
- Post by დავით კოხრეიძე
- - იან 11, 2019
- ფოტო: FC Torpedo
![ტორპედო აღარ ხუმრობს... ქუთაისელები ბრაზილიელი შემტევით გაძლიერდნენ!](/cache/cs_jcms/a555dd2f58c1cd43669a79d956f325d2.jpg)
ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობასა და უეფას ევროპის თასზე წარმატებულ გამოსვლას გეგმავს. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩევა.
ტეგები:
ავტორის შესახებ
![დავით კოხრეიძე](/templates/sj_news_ii/images/placeholder/user.png)