ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ კვიპროსის პირველი ლიგის 14-ე ტურში ,,ანორთოსისის" მაისურით მეორე ადგილზე მყოფი ,,აელ"-ის კარი აიღო. მიქელთაძე თავიდანვე მოედანზე იყო. სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავაც მათმა გუნდმა კი შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 3:0 მოიგო. ანორთოსისმა 14-ი ტურის შემდეგ 23 ქულა მოაგროვა და ამ დროისთვის კვიპროსის პირველ ლიგაში მე– 4 ადგილს იკავებს.
მიქელთაძემ კვიპროსში გაიტანა
- ზურაბ ხიჯაკაძე
- - დეკ 23, 2018
ტეგები: