"რამაზ შენგელიას" სახელობის სტადიონზე "ტორპედომ" "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის" მე-3 ტურის შეხვედრაში თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა. მატჩი დაძაბულობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ქუთათურებს გეგმის მინიმუმი, ფრე უნდა ეთამაშათ, რომ წაუგებელი სერია გაეგრძელებიათ და რუსთავის "ოლიმპის" რეკორდი მოეხსნათ. მატჩის პირველი უგოლო ფრე დასრულდა, სახიფათო მომენტების სიმცირით გამოირჩეოდა მეორე ტაიმიც. თუმცა ყველასთვის მოულოდნელი გოლი გაიტანა "ლოკომოტივმმა", რამაც თამაშიც ბედიც გადაწყვიტა. ქუთასური კლუბი გაშვებულმა გოლმა გატეხა, ჩხეტიანმა ცვლილებებიც შეტევაში განახორციელა და "ტორპედოც" მთელი გუნდით წინ წავიდა. თამაშის გადარჩენის მაგივრად ქუთათურებმა ამჯერად დამუშავებული შეტევით, მეორე გოლი მიიღეს. მატჩის ორივე გოლი თამაშის მიწურულს გავიდა და ქულის გადარჩენის იმედიც გაქრა. ამ თამაშით დასრულდა "ტორპედოს" წაუგებელი სერია და ოცნება, რომ ქუთათურები ამჯერად საქართველოს რეკორდს მოხსნიდნენ. შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რუსთვის "ოლიმპი" ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. დღეს კი "ტორპედოს" ამ შედეგის არა გამეორება არამედ გაუმჯობესება შეეძლო.
,,ტორპედო" თბილისის ,,ლოკომოტივმა" შეაჩერა
- ბაქარ ლიკლიკაძე
- - მარ 09, 2019
ტეგები: