×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558
ტორპედომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–8 ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ" სამტრედიაში თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და მეტქოე 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 29–ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმში მისი გადაცემით გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 89–ე წუთზე მოახერხა, თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა. 

,,ტორპედომ" ამ მოგების შემდეგ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვთ მეორე–მესამე ადგილებზე მყოფ თბილისის ,,დინამოსა" და ბათუმის ,,დინამოს', რომლებიც ქუთაისურ გუნდს ბურთების უკეთესი ბალანსით უსწრებენ. 

 

ტორპედო–ვიტ ჯორჯია 2:1

13.04. სამტრედია; ,,ეროსი მანჯგალაძე“

1:0 ზივზივაძე (29.გეგეჭკორის პასით), 2:0 კაპანაძე (65.ზივზივაძის პასით), 2:1 მუსელიანი (89.ლაცაბიძის პასით)

ტორპედო (4–4–2): კვასხვაძე – გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე – ქავთარაძე (69.დოლიძე), გიგაური, ცინცაძე, ლუკა (80.ჭიჭინაძე) – ზივზაივაძე, კაპანაძე (73.ჩაჩუა)

სათადარიგოები: ქვილითაია,  ხურცილავა, სტიეპოვიჩი, შარვაშიძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ვიტ ჯორჯია (4–3–3): შეროზია – გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი (63.კიკნაველიძე), ლაცაბიძე – საჯაია, ვასაძე, მოსიაშვილი – ღუდუშაური (76.მუსელიანი), კაკაშვილი, მაისურაძე (46.ღირდალაძე)

სათადარიგოები: ნ.ქავთარაძე, გაფრინდაშვილი, კურდღელაშვილი, მუჯირი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

გაფრთხილება: ჩიტიშვილი (37), მაისურაძე (შესვენებაზე), გიგაური (75)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…