ტორპედო ქართულ კლასიკოში დამარცხდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–15 ტურში ქუთაისის ,,ტორპედო" სტუმრად თბილისის ,,დინამოს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით 1:2 დამარცხდა. ქართული კლასიკო დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 31–ე წუთზე დმიტრო ივანისენიამ თბილისელები დააწინაურა. ქუთაისელებმა ანგარიში 62–ე წუთზე გაათანაბრა, ნოდარ ქავთარაძის გადაცემის შემდეგ გოლი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა. თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, 78–ე წუთზე ლევან შენგელიამ საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა. დინამოელებმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს და კლასიკოში 3 ქულა მოიპოვეს.
“ქუთაისმა” “დინამოს” გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება
სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ფინალში გავიდნენ.
“დინამომ” სერია გაათანაბრა და “ქუთაისს” მოედნის უპირატესობა აართვა
ნახევარფინალური სერია გაათანაბრა “დინამო თბილისმა”. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 84:76 დაამარცხა და გუშინდელი წაგებისთვის რევანში აიღო. სერიაში ანგარიში გახდა 1:1 და მომდევნო 2 მატჩი თბილისში – 17 და 18 მაისს გაიმართება.
300 000 ლარი სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის
სასიამოვნო სიახლე სპორტის მოყვარულებისთვის. ქუთაისის მერია სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის 300 000 ლარს დახარჯავს.
ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილთმა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, ქუთაისის მე-17 კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზები დაათვალიერეს.
ქალაქის მერის განცხადებით დაგეგმილია როგორც სკოლის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური გათბობის მონტაჟი.
"მე-17 სპორტულ სკოლას აქვს 4 დარბაზი. ამ კონკრეტულ სკოლაში იგეგმება ცენტრალური გათბობის მონტაჟი, რადგან გათბობის არ არსებობის გამო უჭირთ სპორტსმენებს ვარჯიში. ჩვენ 300 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი 2020 წლისთვის, ქუთაისში მდებარე სპორტული სკოლების რებილიტაციისთვის. მოგეხსენებათ რომ წელს ქალაქში მიმდინარეობს გზების რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები და უკვე უნდა გადავიდეთ სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ტორპედო საბურთალოსთან დამარცხდა
ტურის ცენტრალური მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი "ტორპედო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.