ტორპედოელთა მხიდან გოლები ნოდარ ქავთარაძემ და ბუდუ ზივზივაძემ გაიტანეს. უკრაინული გუნდიდან კი თავი მაქსიმ ტეიშეირამ და ვიტალი კოლცოვმა გამოიჩინეს. ანგარიში 22–ე წუთზე დონეცკელებმა გახსნეს, თუმცა პირველი ტაიმი ,,ტორპედოს" მოგებით დასრულდა. უკრაინელებმა მატჩის მეორე ნახევარში შესძლეს ანგარიშის გათანაბრება.
ბოლო ამხანაგურ მატჩს ქუთაისური გუნდი 16 თებერვალს კიევის "არსენალის" წინააღმდეგ გამართავს.
ტორპედომ ,,ოლიმპთან" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კვასხვაძე, კობახიძე, ჭიჭინაძე, ნებიერიძე, ტაბატაძე, ცინცაძე, ჩაჩუა, წიქარიძე, ქავთარაძე, ლუკა, ზივზივაძე
სათადარიგოები: მიქაია, ქვილითაია, აზაცკი, ხურცილავა, ბურჯანაძე, სტიეპოვიჩი, ბოჭორიშვილი, შარვაშიძე, გიგაური, ქიმაძე, დოლიძე, კაპანაძე