ქუთაისის ,,ტორპედომ" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო.
სტივ კინის გუნდმა ,,დავით პეტრიაშვილზე" მინიმალური სხვაობით ,,გაგრა" დაამარცხეს.
გამარჯვების მომტანი გოლი 35-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო ,,ტორპედოს" სერბმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ტორპედოელები ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ,,სამგურალთან" გამართავენ. შეხვედრა 11 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება.
არესის გამარჯვება ბოლო წუთზე
ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაუთანაბრა, გიორგი თევდორაძის გარდასახვით კი 27:25 დაამარცხა და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.
რადგან გუშინდელ მატჩში რეიტინგით მე-6 ადგილოსანმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ გაიმარჯვა, ამ მოგებით ‘არესმა’ საკუთარი მოედნის უპირატესობა მეორე ეტაპზეც მიიღო და ქვემო ქართლელებს 14 აპრილს „აია არენაზე“ დაუხვდება.
ქუთაისური რაგბი 55 წლისაა
1966 ქლის 18 სექტემბერი ქუთაისური რაგბის დაბადების დღეა. ქალაქში პირველად, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი ადგილობრივ და თბილისელ მორაგბეებს შორის.
ოთარ აბზიანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ოთარ აბზიანიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი ბადმინტონში.
ქუთაისმა ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
,,ქუთაისმა" სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ,,დელტა" 12 ქულით დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1