ტორპედო დაშლის პირას
,,საბურთალოსთან" მარცხის შემდეგ ქუთაისის ,,ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა სკანდალური განცხადება გააკეთა:
ზაალ ჩაჩავა ,,ტორპედოდან" წასვლას არ გამორიცხავს
დიდი ხანია კულუარებში ქუთაისის ,ტორპედოს" ფინანსური პრობლემების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა პრობლემა იმდენად გამწვავდა, გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ღიად ალაპარაკდნენ. გუნდში ორი თვის ხელფასები არ დარიგებულა და დავალიანების გასტუმრების პერსპექტივაც ბუნდოვანია.
“ქუთაისმა” “ტიტებს” სერიაში 3:1 სძლია და ნახევარფინალში “დინამოს” შეხვდება
სუპერლიგის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისმა” ნახევარფინალში გააღწია. მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა “ტიტები” 93:87 დაამარცხეს და საერთო ანგარიშით – 3:1 იმარჯვეს.
ტორპედომ ლოკომოტივი დაამარცხა
ქუთაისის ,,ტორპედოში" ფინანსური პრობლემებია. ფეხბურთელებს 2 თვის ხელფასები არ აუღიათ. რთული მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ,,ტორპედოსგან" წარმატებულ თამაშს არ ელოდა, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისის ,,ლოკომოტივთან" მე–12 ტურის შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯა და 3:1 გაიმარჯვა.
ქუთაისელებმა დებიუტშივე მოიპოვეს უპირატესობა. მე–12 წუთზე ამბროსი ჩაჩუას პასის შემდეგ, შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ნოდარ ქავთარაძემ ერთი შესხებით გაიტანა და სტუმრები დააწინაურა. ორიოდე წუთში ,,ლოკომოტივის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბუდუ ზივზივაძემ პანანკას სტილში გაიტანა.
კახა ჩხეტიანის გუნდმა მეორე ტაიმში უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 62–ე წუთზე თავი რიჩარდ ლუკამ გამოიჩინა. თბილისელებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. 81–ე ქუთაისელებს თემურ შონიამ გაუტანა.
დღის მეორე შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა, აუტსაიდერმა ,,რუსთავმა" 3:1 დაამარცხა ლიდერი ,,საბურთალო". არასრული მე–12 ტურის შემდეგ ,,ტორპედო" 23 ქულით მე–2 ადგილზეა.
ირაკლი წოწონავას სახელობის ტურნირი
ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ირაკლი წოწონავას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე–7 ტრადიციული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა (2007-2008, 2009-2010წწ) შორის.