ტორპედო საბურთალოსთან დამარცხდა

ტურის ცენტრალური მატჩი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც საქართველოს თასის მფლობელი "ტორპედო" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოსთან" დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

,,საბურთალო" სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე–8 წუტზე  ვაგნერ გონსალვეის გადაცემის შემდეგ სანდრო ალთუნაშვილი მცველებს კარგად გაექცა და "საბურთალო" დააწინაურა.

"ტორპედომ"  იმ დროს გაათანაბრა ანგარიში, როცა უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ - 32–ე წუთზე თენგიზ წიქარიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ  თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1

37–ე წუთზე ვაგნერის პასით შინდაგორიძე თავური დარტყმით გაიტანა და კვლავ სტუმრები დააწინაურა. 52–ე წუთზე აზაცკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიში 1:3 გახდა. 

კახა ჩხეტიანმა მდგომარეობის გამოსასწორებლად ცვლილებებს მიმართა. წიქარიძისა და ლუკას ნაცვლად თამაშში თორნიკე კაპანაძე და გრიგოლ დოლიძე ჩაერთვნენ. "ელვას" მოედანზე გასვლიდან ზუსტად 2 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად.

დარჩენილ დროში ქუთაისელებმა რეალური საგოლე მომენტის შექმნა ვერ შეძლეს და 2:3 დამარცხდნენ. 

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…